კონსტიტუციაში ევროატლანტიკური მისწრაფების დაფიქსირების ინიციატივა, ენმ-ს ჯერ კიდევ 2013 წელს ჰქონდა

საქართველო, თბილისი - 12:58 | 15.08.2016
ნანახია: 1472

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელ გიორგი ტუღუშის განცხადებით კონსტიტუციაში საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების დაფიქსირების ინიციატივა, ენმ-ს ჯერ კიდევ 2013 წელს ჰქონდა.

 „საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ერთადერთი გზა ს ნატოსა და ევროკავშირის წევრობაზე გადის.

 რაც შეეხება უსუფაშვილის ინიციატივას, რომ კონსტიტუციაში დაფიქსირდეს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება და ევროკავშირში გაერთიანება, ეს ინიციატივა ენმ-ს  2013 წელს ჰქონდა, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ და მასში შემავალმა რესპუბლიკურმა მოძრაობამ მაშინ მხარი ცალსახად არ დაუჭირა.

თუმცა, 8 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს, ჩვენ ყველანაირად ვეცდებით ეს ინიციატივა, რომელიც კიდევ ერთხელ,  ჩვენი ინიციატივა იყო 2013 წელს, განხორციელდეს და კონსტირუციაში ნამდვილად ჩაიწეროს“, განმარტავს ტუღუში.

 


პოლიტიკა

მსოფლიო



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე