ტექნიკური უნივერსიტეტი და „ბიბლუსი“ ითანამშრომლებენ

საქართველო, თბილისი - 17:36 | 15.10.2015
ნანახია: 1992

16 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელი მოეწერება მემორანდუმს კომპანია "ბიბლუსთან“.

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას განცხდებით, მემორანდუმი ითვალისწინებს სტუ-ის პროფესორ-მასწავლებელთა მიერ გამოცემული ნაშრომების ურთიერთხელსაყრელ პირობებში რეალიზაციის შესახებ შეთანხმებას. ამას გარდა, ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის ბაკალავრები და მაგისტრები გაივლიან პრაქტიკას „ბიბლუსში“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე