„ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთის ლიდერი ლიკვიდირებულია

საქართველო, თბილისი - 12:24 | 13.08.2016
ნანახია: 1730

 „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანეთისა და პაკისტანის ლიდერი ივლისში ამერიკის უპილოტო ვერტმფრენის თავდასხმას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ აშშ-ის ხელიდუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ჰაზიფ საიდ ხანი 26 ივლისს განხორციელებულ თავდასხმას შეეწირა. მედიის ცნობით, ეს ინ ფორმაცია ავღანეთის სადაზვერვო სამსახურმაც დაადასტურა.

ერთ-ერთი ლიდერის დაღუპვა თავად „ისლამურ სახელმწიფოს“ არ დაუდასტურებია.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე