დავით უსუფაშვილი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოდის
საქართველო, თბილისი - 17:23 | 12.08.2016 ნანახია: 1695
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, სადაც საუბარია, რა სურს ქართველ ხალხს, ცვლილების შეტანისკენ მოუწოდა.
„გადავწყვიტე, მივმართო ჩემს კოლეგებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და პარლამენტში შევიტანოთ ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების ჩაწერის, იმ ცვლილების, რომელიც სჭირდება საქართველოს, მის უსაფრთხოებას, მის მომავალს და კეთილდღეობას - კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა სურს ქართველ ხალხს, რისთვის სჭირდება მას სახელმწიფო, დაემატოს ფრაზა: „დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში“, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ინიციატივის მომზადების მიზეზიც განმარტა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, 15 აგვისტოს, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საქართველოს მოქალაქეების განაცხადი განიხილება, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის ჩაწერას ითვალისწინებს.
„საქართველოს პარლამენტში ორშაბათს, 3 საათზე გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომა და ბიუროს სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილება საქართველოს პარლამენტში შემოსული განაცხადი საქართველოს მოქალაქეების მხრიდან, რომლებიც აპირებენ შეაგროვონ საქართველოს მოქალაქეების ხელმოწერები და მოითხოვონ საქართველოს კონსტიტუციაში უბლოკო სტატუსის ჩაწერა - ანუ კონსტიტუციურად აუკრძალონ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამ ინიციატივის ავტორები არიან საქართველოს მოქალაქეები - ქალბატონი ნინო ბურჯანაძე და სხვები. და მე მინდა მოგახსენოთ, რომ პარლამენტი არცერთი წუთით არ შეაყოვნებს იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რასაც ამ დროს ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობა. მათ ექნებათ საშუალება მათი წინადადება განიხილონ ისე, როგორც ამას კანონი ითვალისწინებს. მაგრამ, მინდა განვაცხადო, რომ ასეთი თემებით ასე სპეკულირება და საარჩევნო ქულების დასაწერად ქცევა ყველაფრის, მათ შორის, საქართველოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი ინტერესების - არის დაუშვებელი და მიუღებელი და მე, როგორც პარლამენტის წევრი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ ვიქნები ამ მოვლენების პასიური მაყურებლის როლში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, უბლოკო სტატუსის მინიჭების მომხრეთა საწინააღმდეგო კანონპროექტი ადეკვატური პასუხი და ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის გამოხატულება იქნება. დავით უსუფაშვილმა ყველას შეახსენა, რომ პარლამენტში გაერთიანებულმა პოლიტიკურმა ფრაქციებმა ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ საერთო დეკლარაციას მოაწერეს ხელი და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევი რწმენა გამოხატა, მოუწოდა, მის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას ხელმოწერით შეუერთდეს.
„მინდა ვუთხრა ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, ვინც ერთი თვის წინ განვაცხადეთ ჩვენი ურყევი რწმენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის, შემოუერთდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც მე თქვენთან ერთად, თქვენი თანდასწრებით ვაწერ ხელს და იქნება გახსნილი საქართველოს პარლამენტის ყველა წევრისთვის. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე შევაგროვებთ 76 ხელმოწერას, მინიმუმს, დავაფიქსირებთ ამ ინიციატივას პარლამენტში და უკვე მომავალი პარლამენტი სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და არა იმას, რომელიც შესაძლოა იქნეს წარმოდგენილი აი ამ ინიციატივით“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. დავით უსუფაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ვადებთან და პროცედურებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების ნაწილი გათვალისწინებული იქნება ამ მოწვევის პარლამენტის მიერ, ხოლო ნაწილი ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ და ვადებიც დაცული იქნება.
„საქართველოს პარლამენტი არის უფლებაუნარიანი და ქმედუნარიანი მანამ, სანამ სხვა პარლამენტი შეიკრიბება - ახალი მოწვევის. ამ პარლამენტში დარეგისტრირებული ნებისმიერი კანონპროექტი ეს არის ავტომატურად მომავალი პარლამენტის განსახილველი. ამიტომ, ის პროცედურები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობაში იქნება დაცული, ნაწილი ამ პარლამენტის მიერ, ნაწილი მომავალი პარლამენტის მიერ, მაგრამ პარლამენტების ცვლილება და შემადგენლობის ცვლილება პარლამენტში არ უნდა იწვევდეს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან საკითხებში ცვლილებას.
მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკური ძალები, რომლებზეც მე მოგახსენეთ, ვინც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ერთი თვის წინ დაუჭირა ერთსულოვნად მხარი, ამ პარლამენტშიც და მომავალ პარლამენტშიც ვიქნებით საკონსტიტუციო უმრავლესობაში და მსგავსი ცვლილების მიღება არ გაგვიჭირდება. რაც შეეხება ვადებს, რა თქმა უნდა ნებისმიერი ცვლილებისას ეს ვადები უნდა იქნას დაცული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















