პროკურატურა დ.სტურუას გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

საქართველო, თბილისი - 17:14 | 12.08.2016
ნანახია: 1543

პროკურატურა  დ.სტურუას გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2016 წლის 8 აგვისტოს, შ.ს.ს. სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით.

გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ დემურ სტურუა თვითმკვლელობამდე დაწერილ წერილში თვითმკვლელობის მიზეზად უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახელებს, საქმე გამოსაძიებლად გადაეცა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს“, აღნიშნულია განცხადებაში.

 


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე