ახალციხის მერმა თანამდებობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 13:01 | 11.08.2016
ნანახია: 1390

საკადრო ცვლილებები ახალციხეში.ქალაქ  ახალციხის მერმა, გიორგი კოპაძემ თანამდებობა  დატოვა. კოპაძე "ქართულმა ოცნებამ" საპარლამენტო არჩევნებზე ახალციხე-ადიგენის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა.

ყოფილი მერი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას უახლოეს მომავალში გაგმავს.

ამასთან, ახალციხის ვიცე მერად  დაინიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსი ილია ზარდიაშვილი, რომელიც მერის მოვალეობას შეასრულებს.

გარდა ამისა, ცვლილებებია, ასევე,  ახალციხის ისტორიული ციხის კომპლექსის ადმინისტრაციაშიც. კომპლექსის დირექტორად ახალციხის მერის პირველი მოადგილე ზაზა თამარაშვილი დაინიშნა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე