ენმ მთავრობას მოუწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სასკოლო წიგნების მიწოდება უზრუნველყოს
საქართველო, თბილისი - 11:57 | 10.08.2016 ნანახია: 1617
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობას მოუწოდებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისთვის გრიფირებული სახელმძღვანელოების მიწოდება უზრუნველყოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ბრიფინგი გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სერგო რატიანმა და პარტიის წარმომადგენელმა მარიამ რამინაშვილმა გამართეს.
აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის 2016-17 სასწავლო წელს განათლების ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება. დღევანდელი მდგომარეობით არცერთი ქართული სკოლა არ ფუნქციონირებს. ამ რთულ მდგომარეობას დაემატა ის ფაქტიც, რომ გასულ სასწავლო წელს სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ქართული, გრიფირებული სახელმძღვანელოების ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის მიწოდება. შესაბამისად, მოსწავლეები სასწავლო პროცესში მხოლოდ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წიგნებს იყენებდნენ.
”მოვითხოვთ მთავრობისაგან დაუყოვნებლივ დაიწყონ მუშაობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ოკუპირებული ტერიტორიების იმ ნაწილში, სადაც მოსწავლეების 97%, მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების 91% ეთნიკურად ქართველია, მათი მშობლიური ენა კი ქართულია, 2016-17 სასწავლო წლისათვის აღდგეს ქართული სკოლის სტატუსი.
ასევე, რეგიონში მცხოვრებ ყველა ქართველ მოსწავლეს, დაუყოვნებლივ მიაწოდონ სასწავლო პროცესისთვის საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი.
2013 წელს აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა ე.წ. ,,სასკოლო რეფორმა” დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გალის ათი სოფელი და ამ სოფლების სკოლებიც ტყვარჩელის რაიონს მიაკუთვნა, რითაც ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ და ქართული სკოლების რაოდენობა 31- დან 11-მდე შემცირდა. მოგვიანებით, 2015 წელს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული სკოლის სტატუსი საერთოდ გაუქმდა და ქართული ენა 2-საათიან არასავალდებულო საგნად მხოლოდ რამდენიმე სკოლაში დარჩა, ისიც დაწყებით საფეხურზე.
უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლამდე სახელმწიფო აქტიურ და გამოკვეთილ თანამშრომლობას ახორციელებდა დე-ფაქტო საზღვრის მიღმა დარჩენილი ქართული სკოლების პედაგოგებთან. მიუხედავად აკრძალვებისა და საფრთხეებისა, ახერხებდა, პედაგოგები მუდმივად ჩართული ყოფილიყვნენ საგანმანათლებლო რეფორმის სხვადასხვა აქტივობაში, ესწრებოდნენ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ტრენინგებს, იღებდნენ რესურსებსა და დამხმარე მასალას, რათა დარჩენილი ქართველი მოსწავლეებისთვის ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგაკვეთილო პროცესი მიეწოდებინათ. მუდმივად ხდებოდა სახელმძღვანელოებით მათი უზრუნველყოფა. ამ საკითხებთან დაკავშირებით 2012 წლის ნოემბერიდან უკვე პირველი პრობლემები გაჩნდა.
არსებული მდგომარეობა, კიდევ ერთხელ, მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია გააზრებული მიდგომა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ პრინციპული პოზიციები და ადეკვატური ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდეს.
ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის სწავლება აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში მხოლოდ საგაკვეთილო პროცესი არაა. ქართულ სახელმძღვანელოებში აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა და ამ ინფორმაციის მოსწავლეებისთვის მიწოდება ქართული პოლიტიკის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს.“, აცხადებენ ენმ-ში.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















