გამსახურდიას გამზირზე ტაქსის მძღოლი დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 11:43 | 10.08.2016
ნანახია: 1441

 ცოტა ხნის წინ გამსახურდიას გამზირზე ტაქსის მძღოლი დაჭრეს. მამაკაცი მხარშია დაჭრილი, და ის ამ წუთებში საავადმყოფოში გადაყავთ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევა მგზავრებთან შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. როგორც ცნობილია მძღოლს ფულს არ უხდიდნენ, რასაც მგზავრებთან სიტყვიერი დაპირისპირება, შემდეგ კი მათი მხრიდან ტაქსის მძღოლის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მოჰყვა. 

სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე 2 პირი დააკავეს. 


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე