ლევან იზორია: „ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა“
საქართველო, თბილისი - 18:06 | 09.08.2016 ნანახია: 1524
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს თავდაცვის უწყებაში აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი გარიკ ჰარმონი და ODC-ის (თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი) წარმომადგენელი, კაპიტანი მეთიუ ჯანიგა დაესწრნენ.
განხილვის მთავარი თემა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და აშშ-საქართველოს შორის გაფორმებული თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის იმპლემენტაცია იყო. „მემორანდუმი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებს შორის გაფორმდა, გვაძლევს კარგ საფუძველს, რათა უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართვისა და კონტროლის გაუმჯობესება, საჯარისო დანაყოფების ოპტიმიზაცია, სასწავლო წვრთნები მათთვის და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თავდაცვითი შეიარაღების შეძენის შესაძლებლობა“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სამინისტროს ახალ, მომავალი ოთხი წლის სტრატეგიას, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო განმტკიცებას ითვალისწინებს. სტრატეგიის შემუშავების მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში იქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, ეროვნული უშიშროების საბჭო, ნატოს ძირითადი ჯგუფი, CUBIC-ის (საქართველოში თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფი) და ODC-ის (თავდაცვის თანამშრომლობის ოფისი) წარმომადგენლები, ასევე სხვა უცხოელი პარტნიორები. „ამერიკის შეერთებული შტატების ექსპერტები აქტიურად იქნებიან ჩართული პროცესში, რომელიც დავიწყეთ. იქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე, ჩვენი უცხოელი პარტნიორების აქტიური მონაწილეობით შეიმუშავებენ სტრატეგიას მომავალი ოთხი წლისთვის, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ამ თვალსაზრისით ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.
მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებსაც. „სექტემბერში დაგეგმილია ორმხრივი წვრთნები. ოქტომბერში კი, საქართველოში თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტს ველოდებით. ასე რომ, მთელი რიგი მნიშვნელოვანი ღონისძიებები იგეგმება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრთან განხილული საკითხები შეაჯამა აშშ-ის ელჩმა: „მოხარული ვარ მინისტრთან შეხვედრით. ჩვენ ერთმანეთთან მანამდეც ვთანამშრომლობდით. შეხვედრაზე მთელი რიგი საკითხები განვიხილეთ, რადგან თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი. მზადყოფნას გამოვხატავთ საქართველოსა და თავდაცვის სამინისტროს მხარდასაჭერად, რომელიც სულ უფრო და უფრო უახლოვდება დასავლეთს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან ახალ მიმართულებებშიც თანამშრომლობს, რაც შიდა რეფორმების განხორციელებასა და აგრესიის შეკავებაში დახმარებას გულისხმობს“.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















