ნოდარ ხადურის განცხადებით, პროგრამა „ცხოვრება გრძელდება“ ეხება ყველა პენსიონერს
საქართველო, თბილისი - 15:52 | 09.08.2016 ნანახია: 1489
ფინანთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით პროგრამა „ცხოვრება გრძელდება“ ჰუმანურად, სოციალურად და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეკონომიკურად გამართლებული ინიციატივაა. „ცხოვრება მართლაც გრძელდება და პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით გუნდში დაიწყო მუშაობა იდეაზე - პენსიონერებსა და იმ კომპანიებს, რომლებშიც შესაძლებელია პენსიონერთა შრომის გამოყენება, მიეცეთ მეტი სტიმული თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვის,“ - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.
ფინანსთა მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, შედარებით ასაკოვანი ადამიანების შესაძლებლობები რეალურად გამოუყენებელია, ახალი პროგრამა კი, მათ საშუალებას აძლევს პენსიასთან ერთად მიიღონ დამატებითი შემოსავალი და სწორი მიმართულებით წარმართონ მათ ხელთ არსებული რესურსი.
„ეს არის იმ ერთიანი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ახორციელებს - ადამიანი არის ჩვენი მთავარი ღირებულება, მიუხედავად მისი ასაკისა. შესაბამისად, ყველა პენსიონერი, რომელსაც დღეს ნაკლები შესაძლებლობა აქვს, უნდა ჩაერთოს იმ ფერხულში, რომელსაც ეკონომიკის აღმავლობა ჰქვია. მთავრობის ხედვა და სტრატეგიული არჩევანია, რომ წაიშალოს ზღვარი, რომელიც არსებობს თაობათა შორის,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ფინანსთა მინისტრის განმარტებით, პროგრამა მნიშვნელოვანია, როგორც სოციალური თვალსაზრისით - ითვალისწინებს ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას და მათთვის ღირსეული აწმყოს შექმნას, ისე ეკონომიკური კუთხით - მოხდება ადამიანური რესურსისა და მათი ცოდნის სწორი და ეფექტიანი გამოყენება.
ნოდარ ხადურის განცხადებით, პროგრამა „ცხოვრება გრძელდება“ ეხება ყველა პენსიონერს. „ყველა იმ პენსიონერ ადამიანს, რომელმაც გადააბიჯა საპენსიო ასაკს და აქვს რესურსი, უნარი, გამოცდილება და ენერგია, შესაძლებლობა ეძლევა სახელმწიფოს სწორი და ჯანსაღი მიდგომის წყალობით, ჩაერთოს პროგრამაში და გამოიყენოს საკუთარი რესურსები“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















