გიგი წერეთელი: მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაანებოს თავი ხალხის მოტყუებას
საქართველო, თბილისი - 12:10 | 09.08.2016 ნანახია: 1660
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერისა და ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიგი წერეთლის განცხადებით, მთავრობის პროგრამა, რომელიც პენსიონრების დასაქმებას შეეხება, მორიგი წინასაარჩევნო ტყუილია.
„საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთი არარეალური და ტყუილი დაპირება გასცა. სრულიად ნათელია, რომ ეს წინასაარჩევნოდ ადამიანების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. ხელისუფლება მიეჩვია ტყუილების ლაპარაკს. ის არცერთ დადებულ დაპირებას არ ასრულებს და შესაბამისად, ე.წ პროგრამა - ,,ცხოვრება გრძელდება“, რომელსაც კარგი სათაური აქვს, შინაარსობრივად აბსოლუტურად არშესრულებადია.
სიმართლე კი ის არის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია დაუსაქმებელი და ამას ყველა კვლევა ადასტურებს. მაშინ, როცა ხელისუფლებამ 4 წლის განმავლობაში ვერ შეძლო ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახლა, არჩევნებამდე 2 თვით ადრე, ჩვენს ქვეყანაში არსებული 1 მლნ-მდე პენსიონერის დასაქმების დაპირების გაცემას არავინ დაიჯერებს. სამუშაო ადგილების ხელოვნურად შექმნა ვერ მოხერხდება, ამას ეკონომიკის განვითარება, ბიზნესის გააქტიურება და მეტი ინვესტიციები სჭირდება, ის რასაც სწორედ ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას ჩვენს პროგრამაში. თანაც, აქ აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი ტიპის საგადასახადო შეღავათების დაწესება ვერ მოხერხდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
ჩვენი ეკონომიკური პროგრამით - გადასახადების შემცირებით, ბიზნესის კეთების გაადვილებით,ბიუროკრატიული ხარჯების მილიარდამდე შემცირებით, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წელს დაახლოებით 45 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ბევრი ადამიანი იპოვის ახალ სამუშაო ადგილს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში და არ იქნება მხოლოდ სახელმწიფო სამსახურში მყოფთა იმედად, რისი მაგალითებიც დღეს ბევრი გვაქვს, როდესაც ამ ხელისუფლების პირობებში ძირითადად ჩინოვნიკების ნათესავები საქმდებიან და ისიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში, რაც ტვირთად აწევს სწორედ ჩვენს გადამხდელებს და ჩვენს საზოგადოებას“, აცხადებს გიგი წერეთელი.
მისივე განმარტებით, თუ ხელისუფლებას სურდა ამ ტიპის წახალისება, ეს შეიძლებოდა გაეკეთებინათ პენსიის გაზრდით.
„ჩვენ მთელი წლის განმავლობაში ვთავაზობდით ხელისუფლებას ბიუროკრატიული ხარჯები შეემცირებინა და პენსია 50 ლარით გაეზარდათ, თუმცა მათ ეს არ გააკეთეს. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფომ ისიც კი ვერ გააკეთა, რომ დაუბეგრავი მინიმუმი დაებრუნებინათყველაზე დაბალშემოსავლიანი ადამიანებისათვის. ამ პროგრამამ მხოლოდ ცოტა ხნით იმუშავა და შემდეგში გაჩერდა.
ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაანებოს თავი ხალხის მოტყუებას. ხელისუფლებაში ყოფნის 4 წლის მანძილზე მათ უამრავი დაპირება აქვთ გაცემული, რომელიც უნდა შეესრულებინათ - იაფი ფული, ტარიფების შემცირება, კრედიტებზე დახმარება, იპოთეკარების დახმარება და ა.შ, რომლებიც ქარმა წაიღო. ასეთივე ტყუილი დაპირებებებით აპირებს ხელისუფლება ამ არჩევნებში მოანწილეობას და ჩვენ ვთხოვთ საზოგადოებას, ნუ აყვებიან ამ ცრუ დაპირებებს და ნუ შევლენ შეცდომაში.
ერთიან ანციონალურ მოძრაობას აქვს მკაფიო გეგმა - საგადასახადო შეღავათები, რომელიც საშუალებას მოგვცემს 2017 წელსვე შეიქმნას არანაკლებ 45 000 ახალი სამუშაო ადგილი, რაც ამდენივე ოჯახის, ანუ მინიმუმ 150 000 ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მეტი ფული მოსახლეობისკენ მიიმართება და ნაკლები ჩინოვნიკებსა და ბიუროკრატიაზე; ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა; ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობა; 2016 წლის ნოემბრიდან ჩვენ გავზრდით სახელმწიფო პენსიას 50 ლარით 230 ლარამდე. ეს ზრდა შეეხება როგორც ასაკით პენსიონერებს, ისე მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს; შესაბამისად, გაიზრდება ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პენსიაც; ჯანდაცვის სისტემა სოციალურად სამართლიანი გახდება და ნაცვლად იმისა, რომ ყველამ - ღარიბმაც და მდიდარმაც - ერთნაირად ისარგებლოს საბიუჯეტო თანხებით, როგორც ეს ამჟამად ხდება, შემოვიღებთ ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებულ პაკეტებს ყველასთვის. ეს არის მცირედი ნაწილი იმ პროგრამისა, რომელსაც მოსახლეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების შემთხვევაში პირდება და აბსოლუტურად რეალურია“, აცხადებს გიგი წერეთელი.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















