დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ პირველი ხელისუფლება ვართ, ვინც ომის გარეშე ვაცხოვრეთ ქვეყანა
საქართველო, თბილისი - 17:52 | 08.08.2016 ნანახია: 1617
დღეს, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ბიწმენდში, ზაქაროსა და ნიჩბისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავი გვირგვინით შეამკო და მათი ოჯახები მოინახულა. დეპუტატი ოჯახის წევრებს გაესაუბრა, კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მადლობა გადაუხადა მათი შვილების გმირობისთვის. მისი თქმით, ხელისუფლებამ განსაკუთრებულად დააფასა ომში დაღუპულთა ოჯახები და მათ 2014 წლიდან 1000-ლარიანი დახმარება ეძლევათ ყოველთვიურად.
„მართალია, ვერანაირი თანხით ამ ოჯახების ტკივილს ვერ განვაქარვებთ, მაგრამ ეს არის ხელისუფლების დამოკიდებულება ომში დაღუპულთა ოჯახებისადმი. ისინი გმირები იყვნენ და გმირებს შესაბამისი პატივი სჭირდებათ. საქართველოს ისტორია საგმირო საქმეებით, თუმცა, ვისურვებდი, რომ ტკივილიანი გმირები აღარ დაგვჭირვებოდეს. ჩვენ პირველი ხელისუფლება ვართ ბოლო 27 წლის მანძილზე, ვინც ომის გარეშე ვაცხოვრეთ ქვეყანა. დღეს სახელმწიფოს გონივრული საგარეო პოლიტიკა მართავს და ხალხმაც გაიგო სიმშვიდის ფასი. ყოველი წლის 8 აგვისტო ქართველი ხალხისთვის გაუაზრებელი პოლიტიკის მწარე მოგონება იქნება.
განსაკუთრებით მძიმეა დღევანდელი დღე მცხეთის რაიონისთვის, სადაც გვყვანან ახალგორის, დიდი და პატარა ლიახვის, ქურთის და სხვა დასახლებების დროებით გადაადგილებული პირები. როგორი უზრუნველი ცხოვრებაც არ უნდა შევუქმნათ მათ მცხეთის მიწაზე, საკუთარ ფუძეს მოწყვეტილნი მუდმივად ტკივილიან მოგონებებში იქნებიან. ჩვენი ვალია, მათ ეს ტკივილი შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ და უკან დაბრუნების იმედით განვაგრძოთ გონივრული სამშვიდობო პოლიტიკა“, აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.
დიმიტრი ხუნდაძემ დღესვე წეროვანში, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გვირგვინით შეამკო.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















