გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 24 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:44 | 08.08.2016
ნანახია: 1393

 ავტოსაგზაო შემთხვევას, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მოხდა 24 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ,,ჟიგულის“ მარკის ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახნენ, რა დროსაც ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. ,, ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ჟიგულის მარკის ავტომობილს მართავდა უმძიმესი იყო, სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოძახებისთანავე მოვიდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ის ჩვენი მეზობელი სოფლის, ველისციხის მცხოვრები იყო“,- აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი ვალერი ბოსტოღანაშვილი.
ექიმების ინფორმაციით, ავტოავარიის დროს დაშავებული მეორე პიროვნება, ამ დროისთვის, გურჯაანის ,,ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას კახეთის საპატრულო პოლიცია აწარმოებს.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე