შიდა ქართლში გადამფრენ ფრინველებზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინდა

საქართველო, თბილისი - 15:43 | 08.08.2016
ნანახია: 1387

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

გორის რაიონის სოფელ ქორდში მოქალაქეები გადამფრენ ფრინველებზე აკრძალულ დროს აკრძალული მეთოდით ნადირობდნენ. მოქალაქეები ფრინველის მოზიდვის მიზნით, ხმოვანი სიგნალის გამომცემი ელექტრონული მოწყობილობას (ე.წ. მანოკს) იყენებდნენ. ერთ-ერთი მათგანი არარეგისტრირებული თოფით ნადირობდა. მოქალაქეებს ჩამოერთვათ და დაილუქა სანადირო იარაღები და საშუალებები.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე