ჩინეთის „ქართული ღვინის სახლებში“ ქართული ღვინო განთავსდება
საქართველო, თბილისი - 15:22 | 08.08.2016 ნანახია: 1421
8 აგვისტოს, თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ქართული ღვინით დატვირთული 10 კონტეინერი გაფორმდება. პროდუქცია ჩინეთში ქართული ღვინის სახლებისთვისაა განკუთვნილი.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი, კომპანია „თბილინვესტ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი დავით ებრალიძე და ჩინური კომპანია „სუოლუნის“ გენერალური დირექტორი შიაოჯუნ იი.
„ქართული ღვინის სახლი“ ქართული მხრიდან "თბილინვესტ ჯგუფის”, ჩინური მხრიდან კი კომპანია „სუოლუნის“ ერთობლივი პროექტია. პირველი „ქართული ღვინის სახლი“ 2015 წლის ივლისში ქალაქ იუში გაიხსნა. ქართულმა ღვინომ პოპულარობა მალე მოიხვეჭა და დღეს ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში 10 ასეთი სახლი ფუნქციონირებს. ქალაქ იუშია ასევე განთავსებული სპეციალური საბაჟო საწყობი, სადაც ქართული ღვინო შეინახება და არსებული ღვინის სახლები სწორედ ამ საწყობიდან მომარაგდება. იუს საბაჟო საწყობში განთავსება დამატებით კომფორტს უქმნის ქართული ღვინის მყიდველებს და ამასთან, პროდუქცია დაცულია ფალსიფიკაციისაგან.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, 2016 წლის ბოლოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დასრულება რეალურია. „მხარეები შევთანხმდით, რომ მოლაპარაკების მესამე რაუნდი იქნება ბოლო, დარჩენილ რამდენიმე ღია საკითხზე კი მხარეები მოლაპარაკებას სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განვაგრძობთ, რომელიც მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ ნახევარშია დაგეგმილი“, - განაცხადა გენადი არველაძემ.
აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლის შედეგად ჩვენი მოსახლეობა მიიღებს სარგებელს იმ კუთხით, რომ საქართველოში ნაწარმოები პროდუქცია, განსაკუთრებით კი ქართული ღვინო, მინერალური წყალი, უალკოჰოლო სასმელები, ლუდი და ბოსტნეულის დიდი ნაწილი ჩინეთში დაბალი საბაჟო ტარიფებით და, უმეტეს შემთხვევაში, ძირითად საექსპორტო პროდუქციაზე ნულოვანი ტარიფებით შევა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ექსპორტისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციისთვის.
„სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, რომელთანაც ჩინეთს გაფორმებული ექნება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ეს ნიშნავს, რომ საქართველო მოექცა ჩინეთის ინტერესის არეალში. აღნიშნული შესაძლებლობას მისცემს ჩინეთს, რომელიც არის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკა და მსხვილი ბაზარი, ისარგებლოს არა მხოლოდ საქართველოს ბაზრით, არამედ მისი მეშვეობით გავიდეს რეგიონის სხვა ქვეყნების ბაზრებზეც," - განაცხადა გენადი არველაძემ. მისი თქმით, ბოლო წლებში ჩინეთში საქართველოს ექსპორტის მაჩვენებელი განუწყვეტლივ იზრდება და 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, 66-პროცენტიან ზრდას მიაღწია. შედეგად, საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ჩინეთმა, 9-პროცენტიანი წილით მთლიან ექსპორტში, მეორე ადგილი დაიკავა.
„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ძალისხმევა ამ მიმართულებით. ბოლო წლებში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი. ქართული და ჩინური სამთავრობო დელეგაციები და კერძო კომპანიები სისტემატურად მონაწილეობენ სხვადასხვა დონის შეხვედრებში, კონფერენციებში, გამოფენებში. აღნიშნული თანამშრომლობის კონკრეტული შედეგები ქვეყნებს შორის ექსპორტ-იმპორტის მონაცემების მკვეთრ ზრდაში უკვე აისახა,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ. მისი თქმით, ივლისის ბოლოს ჩინეთში განხორციელდა საქართველოს წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, რომლის დროსაც ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას ჩინეთში. კერძოდ, „სინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით ჩინეთში ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad” არსებობს, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში იყიდება. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა.
ამავე ვიზიტის ფარგლებში შედგა მემორანდუმზე ხელმოწერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინური „Silk Road Chamber of International Commerce“-ის და „Xinhua Net“-ის (სინჰუა ნეტი) ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით „ქართული ღვინის ზაფხული.“
“ქართული ღვინის კონკურენტუნარიან კატეგორიად ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. ანალიზისა და წინასწარი მონაცემების განხილვის საფუძველზე ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად გამოიკვეთა, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მრავალი აქტივობებია განხორციელებული და დაგეგმილი. 5 წლიან პერსპექტივაში ჩვენ, ექსპერტებთან ერთად განვიხილავდით ჩინეთში იმპორტის 1%-ის დაკავებას, თუმცა 4 წლის აქტივობის შედეგად უკვე 1,5%-ია. 2016 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემით, ჩინეთში ექსპორტირებულია 2,5 მლნ ბოთლი ღვინო. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. გამომდინარე იქიდან, რომ ღვინო ქართული კულტურის და ისტორიის ნაწილია, მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი,” - აცხადებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის განცხადებით, „ ქართული ღვინის სახლების დაარსების პროექტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩინური კომპანია „სუოლუნ“-ის ხელმძღვანელი შიაოჯუნ იი ჩვენი პალატის წარმომადგენელი გახდა. გასულ წელს ჩვენი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ იუში სპეციალური საბაჟო საწყობი გავხსენით, რომელიც ქართული ღვინისა და სხვა პროდუქტის მყიდველს დამატებით კომფორტს უქმნის. გარდა ამისა, საწყობის არსებობა ფალსიფიცირების პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმია. ჩვენი წარმომადგენელი ჩინეთში აქტიურად არის დაინტერესებული ქართული ღვინის პოპულარიზაციით და ამ მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას გეგმავს,“ - განაცხადა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა. მისი ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში 50-მდე ღვინის სახლის გახსნა და 2 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის ჩინეთში გატანა იგეგმება. უახლოეს მომავალში, ქართული ღვინის მსგავსად, ჩინეთში ექსპორტზე „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) მიერ წარმოებული საკონსერვო პროდუქციაც (ხილფაფები, კომპოტები, ფელამუში და სხვ.) გავა.
„თბილინვესტ ჯგუფის“ გენერალური დირექტორის, დავით ებრალიძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში ჩინეთში 50 „ქართული ღვინის სახლის“ გახსნა და 2 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გატანა იგეგმება. „ამ ეტაპზე ჩვენს ჯგუფში შემავალი კომპანია “მადლობა” კონტრაქტული წარმოების პრინციპით ღვინოს 4 ქარხანაში ამზადებს - „მეღვინეობა ხარება“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, „გიუაანი“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანია,“ - აცხადებს დავით ებრალიძე.
კომპანია „სუოლუნს“ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი ჩინეთში შიაოჯუნ იი ხელმძღვანელობს. ის აქტიურად მუშაობს ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისათვის. “ქართული ღვინის სახლი” ამ პროცესის მხოლოდ ნაწილია.შიაოჯუნ იი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ჩინელი ტურისტების ნაკადის ზრდა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მოინახულოს საქართველო და გაეცნოს 8000 წლიან ღვინის კულტურას. მისი თქმით, უახლოეს ხანში იგეგმება საქართველოში მხატვრული ფილმის გადაღება, რომელშიც ჩინეთის ყველაზე ცნობილი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. პროექტი “გადაიღე საქართველოში” პროგრამით ისარგებლებს და მისი ბიუჯეტი 12 მილიონი აშშ დოლარია.
პოლიტიკა
- მარტა კოსი გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს - შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს პრორუსი მმართველი ავტოკრატებთან მეგობრობს - სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეზე
- პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე
- სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია, მივმართავთ 20 ივნისის ნამდვილ შემოქმედებს, ვერ გაექცევით პასუხისმგებლობას - გიგა ფარულავა
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 44 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ ექსპანსია ცენტრალურ აზიაში - Mobil-თან პარტნიორობით უზბეკეთში პირველი სერვისცენტრი გაიხსნა
- 25%-იანი ფასდაკლება საბურავებზე, აკუმულატორებსა და ანტიფრიზზე - „გადააგორე ზამთარი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
- სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე - Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
- CS AWARD 2025 - „თეგეტა“ ნომინაციაში - „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















