საქართველოში ქუვეითს მალე ახალი ელჩი ეყოლება

საქართველო, თბილისი - 14:42 | 08.08.2016
ნანახია: 1337

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ქუვეითის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი არარეზიდენტი ელჩი მუბარაქ მოჰამედ ფალეჰ ალსუჰაიანი მიიღო და მასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ქუვეითს შორის არსებული ურთიერთობა განიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო  გაღრმავდება.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქუვეითის სახელმწიფოს ელჩს საქართველოსა და ქუვეითს შორის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე