ხიდაშელი იზორიას: ერთი ეპიზოდი გამახსენდა - შენი უახლოესი ნათესავების დანის ტრიალი ჩხოროწყუში, გემახსოვრება, ჩემი და შენი შესკდომა ამ ფაქტის ხელის დაფარების გამო
საქართველო, თბილისი - 13:03 | 07.08.2016 ნანახია: 1417
რესპუნლიკური პარტიის წევრი, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ამჟამინდელ თავდაცის მინისტრს ლევან იზორიას ფეისბუქის საშუალებით პასუხობს:
„ქვეყნის და საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, ბატონ ლევან იზორიაზე, როგორც თავდაცვის მინისტრზე, შევეცდები უახლოეს 2 თვეში არაფერი ვთქვა, თუ ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი არაფერი გააკეთა.
იქაურობა იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ თავდაცვის სამინისტროს და ჯარის პრესტიჟს, სახელს, პატივს ნებისმიერ პირობებში შევეცდები ბოლომდე გავუფრთხილდე და მოვეფერო!
დანარჩენს რაც შეეხება, ბუნებრივია არ ვაპირებ ვისმინო და გავატარო.
პირად შეურაცხყოფას რომ ვერ გაექცა, ეს სამწუხაროა, მაგრამ მისი პრობლემაა. ამას არ შევეხები. მასზე პირადად პირველივე დღეს ვისაუბრე პალიტრის ეთერში და ვისაც გაინტერესებთ ნახეთ. შევეცადე მხოლოდ კარგი გამხსენებოდა :)
ახლა რაც შეეხება „ოდეერების“ თემას. ტყუილია ყველა სიტყვა, რომელიც ამ საკითხზე გუშინ მოვისმინეთ ლევან იზორიასგან “პოლიტიკაში”
- ამ 4 წლის მანძილზე ერთი დღე და ერთი ღამე არ ყოფილა, ამ თემაზე რომ არ მელაპარაკა ან მე, ან ჩემს მეგობრებს.
- მონსტრი შსს-დან სუს-ის გამოყოფა - „რესპუბლიკელების“ დაჟინებული მოთხოვნით მოხდა,
- მოსმენების კანონი - რესპუბლიკელების ალტერნატივა (სწორედ სუს-ს ეხებოდა),
- „ოდეერების“ კანონი — რესპუბლიკელების ალტერნატივა (სწორედ სუსს ეხებოდა),
- ფარული ვიდეოების გავრცელება და სრული უსუსურობა და უუნარობა, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ (სწორედ სუს-ს ეხებოდა). ყველა ეს საკითხი ცხარე დებატების რეჟიმში მიმდინარეობდა და სწორედ „რესპუბლიკელები“ ვიყავით ეპიცენტრში.
- ვიდეო არქივები არსებობს, ხმის მიცემის ისტორია პარლამენტში, და ახლა, თუ მაინცდამიანც იმას არ ვამბობდი, რომ ჩემს ტელეფონს უსმენთ-მეთქი მხოლოდ იმის ბრალია, რომ ვახო გომელაურს, პირადად ძალიან დიდი პატივს ვცემ და მისი ნამდვილად მჯერა.
- გუშინ ეთერში ბატონი მინისტრი ამბობდა, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში უნნივერსიტეტის სტუდენტები „ოდეერების“ მხრიდან ჩარევაზე რომ საუბრობდნენ არა დამაჯარებელია, ვინაიდნ შეეძლოთ ჩაეწერათ ეს ამბები და მერე პასუხს მოვთხოვდითო.
სამწუხაროდ, ბატონო ლევან, 4 წლის მანძილზე ჩემი და შენი პოლიტიკური პაექრობის ერთი ეპიზოდი გამახსენდა. შენი უახლოესი ნათესავების დანის ტრიალი ჩხოროწყუში, სხვათა შორის, ქართული ოცნების ოფისში (მაშინ სწორედ ვიდეო ჩანაწერი გამოვგზავნეთ ჩხოროწყუდან დანების ტრიალზე) და გემახსოვრება, ჩემი და შენი შესკდომა ამ ფაქტის ხელის დაფარების გამო.
ჩხოროწყუში კარგად ახსოვთ.
- სწორედ ოდეერების საკითხზე ვიკამათეთ მე და შენ მწვავედ მთავრობის სხდომაზე (იმედია ჩანაწერები არსებობს მთავრობის სხდომის), როდესაც იმ მრავალტანჯული კანონის გვერდის ავლით შემოგქონდა დებულება, სადაც სუსი ყველა უწყების გენინსპექციის, შიდა აუდიტის, საფინანსო და შეყიდვების დეპარტამენტის, საერთაშორისო და პრტოკოლის დეპარტამენტების ფუნქციებს ითავსებდა. სწორედ იმიტომ რომ ჩემი ხმა არ გქონდა, ვერ გავიდა იმ სხდომაზე ეს პროექტი მაშინ. მერე არაფორმალურად დაიწყეთ იმის კეთება, რაც დებულებით ვერ დაკანონდა, თუმცა ჩემი ერთ ერთი მივლინების დროს მაინც გაიტანეთ მთავრობაზე.
- და ბოლოს, ეხლა უკვე გასაგებია რას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრი მთავრობის განახლებული გუნდის ჰომოგენურობაში (ანუ წინა შემადგენლობის არაჰომოგენურობაში) - სხვა პარტიის წარმომადგენელი მინისტრის საჯარო აქტურობაა თურმე სახელმწიფოსა და ქვეყანის ინტერესების საწინააღმდეგო, თორემ იმავე პოსტზე თანაპარტიელის იგივე ქმედება საქვეყნო საქმეა!..
- პარტიის და სახელმწიფოს, სახელმწიფო უსაფრთხოების და მმართველი გუნდის სახელისუფლებო უსაფრთხოების ერთმანეთთან მორიგ ჯერზე გაიგივება კარგს კვლავ არაფერს მოიტანს, თორემ არჩევანი თქვენია... მე კი რაც არ უნდა პოლიტიკურ პაექრობაში ვიყო ჩართული ვინმესთან, ყოველთვის მზად ვიქნები თავდაცვის სფეროში გასატარებელი იმ რეფორმების გაგრძელბა-დაწყებაში დავუდგე გვერდში ყველას, რომლებიც წასვლის წინ პრემიერისთვის, ჩემს მიერ გადაცემულ 50-გვერდიან „ანდერძშია“ მითითებული“.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















