შსს-მ თელავში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირს ბრალი წარუდგინა

საქართველო, თბილისი - 17:04 | 05.08.2016
ნანახია: 1462

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული თემურ ფ. ცემის ფაქტზე გამოავლინეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ ფ.-მ მიმდინარე წლის 4 აგვისტოს, თელავში, ჭავჭავაძის მოედანზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1982 წელს დაბადებულ რომან ქ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდა.

თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თემურ ფ.-ს ბრალი ცემის ფაქტზე წარუდგინეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე