აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა
საქართველო, თბილისი - 13:10 | 05.08.2016 ნანახია: 1662
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ კიდევ 16 ტურისტულ ობიექტს გადაეცა. მათ შორის იყვნენ რეგიონში არსებული ბრენდული სასტუმროები „ჰილტონი“, „შერატონი“ და „დივან სუითი“. ხარისხის ნიშანი სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების გარანტიას გულისხმობს.
„რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ არის ინოვაციური პროექტი. ის გაზაფხულზე დაიწყო და პირველ ეტაპზე, ხარისხის ნიშანი 18-მა ობიექტმა მიიღო. დღეს, კი მათი რიცხვი 34-მდე გაიზარდა. პროექტი გრძელდება და აგვისტოს ბოლომდე ხარისხის ნიშანს რამდენიმე ობიექტი ისევ მიიღებს, რადგან მეორე ეტაპზე კრიტერიუმების დაკმაყოფილებას 29 ობიექტი ცდილობს.
„პროექტი ემსახურება მომსახურების პრაქტიკის გაუმჯობესებას რეგიონში არსებულ განთავსებისა და კვების ობიექტებში. ჩვენ პირველ ეტაპზე გვყავდა 18 ობიექტი. დღეს კი უკვე 16-მა ტურისტულმა ობიექტმა მიიღო ხარისხის ნიშანი. ამ ეტაპზე პროექტში უკვე ჩაერთო საერთაშორისო ქსელური სასტუმროებიც, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ მსგავსი დონის სასტუმრო აღიარებს ჩვენი პროექტის მნიშვნელობას რეგიონში ჩვენ ჯერ კიდევ ვგავართ გამოწვევების წინაშე მომსახურების სექტორში და ამას სჭირდება გაცნობიერება სექტორის მიერ. თუმცა ის, რომ ჩვენ უკვე გვყავს 34 ხარისხის ნიშნის მქონე ობიექტი უკვე ნიშნავს, რომ სექტორი აცნობიერებს პროექტის მნიშვნელობას და მოგვყვება ამ პროცესის გაუმჯობესებაში. წლის ბოლოსთვის კი ვფიქრობთ ხარისხის ნიშნის მქონე ობიექტთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, “ განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.
ტურისტულ ობიექტებში ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტებსა და საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობას ამოწმებს. კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილებას სასტუმროებსა და რესტორნებს უწევთ მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება.
პროექტის წარმატებულ ობიექტებს აღმასრულებელი საბჭოს წევრები ავლენს, რომელიც ტურიზმის რეგიონალური საბჭოსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმოამდგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ დეპარტამენტის ვებ-გვერდზე Recommend.ge არის განთავსებული , რომელიც ვიზიტორებს ეხმარება თავად შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.
პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ გრძელდება და მასში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მსურველებმა საიტზე recommend.ge ონლაინ რეჟიმში შეავსონ განაცხადების ფორმა ან უკვე შევსებული აპლიკაციები მოიტანონ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















