სიღნაღსა და დედოფლისწყაროში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი იქნება

საქართველო, თბილისი - 12:13 | 05.08.2016
ნანახია: 2011

სიღნაღსა და დედოფლისწყაროში პარტია "ქართული ოცნების"  მაჟორიტარობის კანდიდატი კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი იქნება. ამის შესახებ 2030.news-ისთვის გახდა ცნობილი.

2030.news-ი ინფორმაციის გადასამოწმებლად ირაკლი შიოლაშვილს დაუკავშირდა.  შიოლაშვილმა კონკრეტული პასუხისგან თავი შეიკავა. 

"დაველოდოთ  20.00 საათს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები უნდა დაასახელოს და საზოგადოებისთვის ყველაფერი  გახდება ცნობილი",-აღნიშნა შიოლაშვილმა. 

ამასთან, არ არის გამორიცხული, კახეთის გუბერნატორის თანამდებობა  "თავისუფალი დემოკრატების" ყოფილმა წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა დაიკავოს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე