"ახალი მემარჯვენეები", გიორგი ვაშაძე და "გირჩი" საარჩევნო ბლოკს ქმნიან
საქართველო, თბილისი - 11:19 | 05.08.2016 ნანახია: 1422
“ახალი მემარჯვენეები“, ახალ პოლიტიკურ გაერთიანება „გირჩთან“ და გიორგი ვაშაძის „ახალ საქართველოსთან“ საარჩევნო ბლოკს ქმნიან.
ინფორმაცია ამის შესახებ 2030-ს „ახალი მემარჯვნეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა ნაჭყებიამ დაუდასტურა.
„მთავარი მოტივაცია ამ ეტაპზე, ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, არის ის, რომ პარლამენტში უნდა იყვნენ დიდი რაოდენობით დასავლური ორიენტაციის პარტიები, რათა არ მოხდეს რაღაც გაუთვალისწინებელი. ჩვენ ვხედავთ, როგორი შემოტევაა სტალინისტების, სოციალისტების, საბჭოთა კავშირის მომხრეების, პრორუსების და ასე შემდეგ. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებდით,რ ომ ჩვენი პრიორიტეტი არის დასავლური ორიენტაცია. „- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ 2030-თთან საუბრისას.
კითხვაზე ყოფილ "ნაციონალებთან" ალიანსში ყოფნასთან დაკავშირებით, "ახალი მემარჯვენეების" მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ ეს ახლა აქტუალური თემა აღარ არის.
„ყოფილ "ნაციონალებს" ვხედავთ, როგორც მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“, ისე სხვადასხვა პარტიებში. მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს, ვისაც არ ჩაუდენიათ დანაშაული, აქვთ პოლიტიკაში ყოფნის უფლება. შესაბამისად, ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენ, ისევე როგორც, ძალიან კარგია, რომ ეს პრობლემას არ წარმოადგენს „ქართული ოცნებისთვის“, სხვა პოლიტიკური ძალებისთვის",- ამბობს მანანა ნაჭყებია.
იყო თუ არა შეთავაზება სხვა პროდასავლურ პარტიებთან, იგივე „თავისუფალ დემოკრატებთან“ და „რესპუბლიკელებთან“ კოალიციურ ფორმატთან დაკავშირებით, მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ მათ თანამშრომლობა შესთავაზეს ყველა დასავლურ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ ამ ორმა პარტიამ - „გირჩმა“ და გიორგი ვაშაძის „ახალმა საქართველომ“ გამოთქვა ბლოკის შემქნის სურვილი.
„ბლოკის კარი ღია, დღეს მართლაც აუცილებელია დასავლური ძალების განლაგება ერთ ფლანგზე, რათა ამომრჩეველს გავუადვილოთ ამ მიმართულებით არჩევანი. მე ვფიქრობ, ამ ტიპის ბლოკის ამომრჩევლები არიან ის ადამიანები, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ მისცემენ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მათთვის მიუღებელია ეს პოლიტიკური ძალა, მაგრამ ასევე სკეპტიკურად არიან განწყობილი „ქართული ოცნების“ დაპირებების მიმართ. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი სეგმენტია, თუ გავითვლისწინებთ, რომ ამომრჩეველთან 57 % ჩამოუყალიბებელია. მე არ გამოვრიცხავ, რომ ბლოკი კიდევ გამსხვილდეს“ - ამბობს მანანა ნაჭყებია.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















