თავდაცვის მინისტრმა პირველი შეხვედრა საქართველოში ნატოს წარმომადგენლებთან გამართა
საქართველო, თბილისი - 14:41 | 04.08.2016 ნანახია: 2203
საქართველოს თავდაცვის მინისტრის რანგში, ლევან იზორიამ პირველი შეხვედრა საქართველოში ნატოს წარმომადგენლობასთან გამართა. მინისტრის შეხვედრა ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ უილიამ ლაჰიუსთან გაცნობითი ხასიათის იყო. ნატოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელი ტორსტენ კიოლერი; ხოლო ქართული მხრიდან - საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი. სტუმრებმა ლევან იზორიას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს პროფესიულ საქმიანობასა და პარტნიორულ ურთიერთობებში.
მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები, პარტნიორობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების პროცესი და საქართველოსთვის 2014 წლის უელსის სამიტზე მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული მიმართულებები განიხილეს.
როგორც ნატოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და მზად არიან, დახმარება გაუწიონ რეფორმების განხორციელებაში.
შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობას. მინისტრის განცხადებით, ქართული სამშვიდობო კონტინგენტი გააგრძელებს ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას და გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში თავისი წვლილის შეტანას. ასევე შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს სამომავლო გეგმები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შემოდგომაზე დაგეგმილ ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს ვიზიტზე საქართველოში და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ფარგლებში, მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილ პირველ ნატო-საქართველოს სწავლებაზე.
შეხვედრაზე მინისტრმა ნატოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რაც განამტკიცებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, ხელს უწყობს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის პროცესს ალიანსის მოთხოვნების შესაბამისად და ამაღლებს ნატოსთან ურთიერთავსებადობას: „სიმბოლურია, რომ პირველი შეხვედრა, როგორც მინისტრის რანგში მქონდა ნატოს წარმომადგენლობასთან საქართველოში. ნატოსთან პარტნიორობა პრიორიტეტულია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ უკვე ვართ ამ სტანდარტების თავსებადი ქვეყანა, რაც უელსის სამიტზე აღიარებული იქნა. ამას ვაძლიერებთ და აქედან გამომდინარე, იმ ქვეყნების რიგში ვართ, რომლებსაც ინტენსიური პარტნიორობა აქვთ ნატოსთან, სხვა ოთხ ქვეყანასთან ერთად.“
შეხვედრის შემდეგ საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისი ხელმძღვანელმა, უილიამ უილჰიუმ განაცხადა, რომ ნატოს გუნდთან ერთად მზადაა, გააგრძელოს საქართველოს თავდაცვის სამინიტროს მხარდაჭერა,უკვე დაწყებული წარმატებული რეფორმების განხორციელების პროცესში. “ჩვენ ეს-ესაა დავასრულეთ პირველი ფორმალური შეხვედრა ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრთან და მოხარულები ვართ რომ მოგვეცა ახალ გუნდთან მუშაობის საშუალება. შეხვედრაში ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობენ. გვსურს გავახმოვანოთ ჩვენი მთავარი გზავნილი იმის შესახებ, რომ ჩვენი გუნდი გვერდში უდგას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.“
პოლიტიკა
- საქართველოს ხელისუფლებამ კრიტიკულად განწყობილ მაუწყებლებზე სამართლებრივი და მარეგულირებელი ზეწოლა უნდა შეწყვიტოს - „პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი“
- გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს შესახებ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ანგარიში წარადგინეს
- იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერ-მინისტრი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს, რაც პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა - გრიგოლ გეგელია
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
სამართალი
- გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულ გიორგი მალანიას ბრალდება წარედგინა
- კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩნეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
მსოფლიო
- მოლდოვის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
- საფრანგეთში მაღალი ტემპერატურის გამო, ბოლო 5 დღეში 1 000-მდე ადამიანი დაიღუპა - Reuters
- კიევზე თავდასხმებს მხოლოდ დაგმობა ვერ შეაჩერებს, რუსეთისთვის ამ ომის ფასი გაიზრდება, ვიდრე მოსკოვი არ გააცნობიერებს, რომ ომს ვერ მოიგებს - კაია კალასი
- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმების გახანგრძლივებაზე უარი თქვა
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსმა“ Bridgestone-ის საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა, რომელზეც საბურავების ორი ახალი მოდელი წარადგინეს
- როგორ ცვლის AI ავტოინდუსტრიას? - „თეგეტამ“ Change Inspire 2026-ზე ტექნოლოგიური ხედვა გააზიარა
- „თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















