რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვეშის მკვიდრი ალექსანდრე შავერდაშვილი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:31 | 04.08.2016
ნანახია: 2374

რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მკვიდრი, 1975 წელს დაბადებული ალექსანდრე შავერდაშვილი დააკავეს.

შავერდაშვილის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს მდებარე სარწყავი არხიდან წყლის გამოშვებას ცდილობდა.

ამ დროისათვის იგი ცხინვალის  იზოლატორშია გადაყვანილი.

მომხდარის შესახებ საქმის კურსშია შსს და ადგილობრივი თვითმმართველობა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე