საქსტატის საბჭომ ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული კლასიფიკატორი დაამტკიცა
საქართველო, თბილისი - 14:10 | 03.08.2016 ნანახია: 2489
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საბჭომ „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“-ს (რედაქცია 2) ეროვნული კლასიფიკატორი დაამტკიცა. დოკუმენტი წარმოადგენს ეკონომიკური საქმიანობის სახეების ეროვნული სტატისტიკური კლასიფიკატორის ოფიციალურ ვერსიას, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირის ეკონომიკური საქმიანობის სახეების სტატისტიკური კლასიფიკატორის NACE Rev. 2 Statistical classification of economic activities in the European Community-ს ბაზაზე.
ეკონომიკური საქმიანობის სახეების კლასიფიკატორის ახალი რედაქციის შემუშავების აუცილებლობა განპირობებული იქნა მსოფლიოს სტატისტიკოსების (მათ შორის გაეროსა და ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურების) მოთხოვნილებით კიდევ უფრო აემაღლებინათ სხვადასხვა სახელმწიფოებში წარმოებული ოფიციალური სტატისტიკის თავსებადობისა და ჰარმონიზების დონე. ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკატორის 2006 წლის ოქტომბერში მიღებული იქნა ევროკავშირის გადაწყვეტილება სტატისტიკურ საკლასიფიკაციო სისტემაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მისი გადამუშავება განპირობებული იქნა მსოფლიოში ტექნოლოგიების და საერთაშორისო ნორმების განვითარებითა და ცვლილებებით.
კლასიფიკატორის ევროპული ვერსია ადაპტირებულია გაეროს საქმიანობის სახეების კლასიფიკატორთან (ISIC). მისი სტრუქტურა მნიშვნელოვნად იქნა დეტალიზებული ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური საქმიანობების სახეების წარმოსაჩენად, რომლებიც არასაკმარისად იყო ასახული ძველ ვერსიაში. ამასთან ერთად გათვალისწინებული იქნა ეროვნული კლასიფიკატორების სპეციფიკური მახასიათებლები.
ძირითადი ყურადღება მიექცა საქმიანობის განვითარებად სახეებს, რომელთა როლი მკვეთრად გაიზარდა (მაგალითად, საქმიანობები, დაკავშირებული ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან, არაფორმალური საქმიანობები, ნარჩენების მოცილებასთან და რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებული საქმიანობები, შინამეურნეობების საქმიანობები და სხვ.) და პარალელურად აღიარებული იქნა ის გარემოებაც, რომ რიგი საქმიანობების სახეების როლი შემცირდა (მაგალითად, იმ საქმიანობების, რომლებიც დაკავშირებულია მოპოვებით მრეწველობასთან).
კლასიფიკატორის ახალ რედაქციაზე გადასვლას ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 287-ე მუხლი (სტატისტიკის ნაწილი). მისი შემუშავება საქსტატს დაევალა აგრეთვე "ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორეს მხრივ, საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმით".
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















