საქართველოს ბანკის დაფინანსებით ფონდი „სიცოცხლის ხე“ მესამე საგრანტო კონკურსს აცხადებს
საქართველო, თბილისი - 13:38 | 02.08.2016 ნანახია: 1593
ფონდი „სიცოცხლის ხე“ სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად, რიგით მესამე საგრანტო კონკურსს აცხადებს, რომელიც საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საოციალური მეწარმეობის შესახებ საგრანტო კონკურისის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნას და განვითარებას, რომლებიც დადებითად იმოქმედებს სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებასა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაზე. გრანტით დაფინანსდება სოციალური საწარმოს იდეა, რომელიც იქნება კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული, კერძოდ, ისეთი პროექტები რომელიც უზრუნველყოფს სოციალურად აქტუალური საკითხის მოგვარებას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმებას.
საგრანტო კონკურსში მონაწიელობის მიღება შეუძლიათ, სულ მცირე 2 წევრისაგან შემდგარ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და სხვა შესაბამის დაწესებულებებს, რომლებიც მუშაობენ ან აქვთ სურვილი აკეთონ ბიზნესი და ამასთანავე იზრუნონ სოციალურად მნიშვნელოვან საკითხებზე. მონაწილეთა წევრების ასაკი უნდა აღემატებოდეს 18 წელს.
საგრანტო კონკურსის პირობები: თოთოეული გრანტის მოცულობა 50,000 ლარამდე განისაზღვრება; პროექტის იდეა უნდა იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, განვითარებაზე ორიენტირებული; სოციალური საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ პირი; საწარმოს მენეჯმენტის ხელფასი არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10%-ს; საგრანტო პროექტის ფარგლებში დაფინანსება გაიცემა მხოლოდ სოციალური მეწრამეობის შესახებ პროექტებზე.
საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2 აგვისტოს და დასრულდება 2016 წლის 10 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს, შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური 2016 წლის ბოლომდე გამოავლენს. გამარჯვებული პროექტების განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს ფონდი „სიცოცხლი ხე“.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება შეუძლიათ „სიცოცხლის ხის“ ვებ-გვერდზე: www.tree.ge ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შესაძლებელია მიმართონ ფონდის წარმომადგენელს ელ-ფოსტაზე: grants@tree.ge ან ტელეფონის ნომერზე 2444 493.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















