ლევან იზორია თავდაცვის, ხოლო ქეთევან ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდა
საქართველო, თბილისი - 18:35 | 01.08.2016 ნანახია: 2131
თავდაცვის მინისტრის პოსტი ლევან იზორიამ დაიკავა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კი ქეთევან ციხელაშვილი გახდა–ახალი მინისტრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა.
პრემიერ–მინისტრმა ყოფილ მინისტრებს–თინათინ ხიდაშელს და პაატა ზაქარეიშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მათ მიერ დაწყებული ყველა წარმატებული რეფორმა აუცილებლად გაგრძელდება.
„მინდა, წარმოგიდგინოთ სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ქეთი დღემდე იყო სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. იგი ძალიან აქტიურად არის ჩართული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატებში. იგი გახლავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი; იყო აკადემიური მკვლევარი ფრიბურგის უნივერსიტეტში - შვეიცარიაში; ირლანდიაში, ლიმერიკის უნივერსიტეტში გავლილი აქვს კურსი ევროპული ინტეგრაციის საკითხებში. არის ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების მაგისტრი. ქეთი ასევე იყო ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და თავდაცვის სამმართველოს მკვლევარი; მუშაობდა უმცირესობების საკითხთა ევროპულ ცენტრში გერმანიაში; იყო კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის პროგრამის მენეჯერი და უფროსი ანალიტიკოსი. პროფესიით ქეთი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია და კითხულობს ლექციებს ევროპათმცოდნეობაში. იგი ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. დარწმუნებული ვარ, იგი წარმატებული მინისტრი სახელმწიფო მინისტრი იქნება,“–განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორია წარადგინა. მისი თქმით, ლევან იზორიას ქვეყნის უსაფრთხოებისა და სამშვიდობო პოლიტიკის წარმოების კუთხით, კარგი გამოცდილება აქვს, რომელიც, პიროვნულ თვისებებთან ერთად, საშუალებას მისცემს, ასეთივე აქტიური იყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერების მიმართულებით.
„თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ლევან იზორიას, რომელიც დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო. ლევან იზორია არის სამართლის დოქტორი, სრული პროფესორი. მან წარჩინებით დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1999 წელს მიენიჭა გერმანიის ქ. გოტინგენის გეორგ–აუგუსტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მაგისტრის, ხოლო 2002 წელს ამავე ფაკულტეტის მიერ სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი უმაღლესი შეფასებით. იგი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, უფრო ადრე კი - შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი. 2007–2008 წლებში იგი იყო „საქართველოს უნივერსიტეტის“ სამართლის სკოლის დეკანი. 2008 –2009 წლებში მოღვაწეობდა, როგორც პროფესორი გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უმაღლეს სკოლაში. ასევე იყო ჰაიდელბერგის მაქს–პლანკის უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორი, ჰუმბოლდტის სტიპენდიით. ლევან იზორია არის 4 წიგნის ავტორი და 5 წიგნის თანაავტორი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს,“–აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ქვეყნის თავდაცვა, შეიარაღებული ძალები და ქართული ჯარი ყოველთვის იქნება საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი. პრემიერ–მინისტრმა წარმატებები უსურვა ახალ მინისტრებს და იმედი გამოთქვა, რომ ისინი მმართველი გუნდის ღირსეული წევრები იქნებიან.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















