პაატა ზაქარეიშვილს ქეთევან ციხელაშვილი შეცვლის

საქართველო, თბილისი - 17:14 | 01.08.2016
ნანახია: 2244

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი იქნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილმა ამ თანამდებობაზე პაატა ზაქარეიშვილი შეცვალა, რომელიც 2012 წლის 25 ოქტომბრიდან იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას. 

ციხელაშვილი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე