საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იქნება

საქართველო, თბილისი - 17:10 | 01.08.2016
ნანახია: 1287

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე წარადგინა.

ლევან იზორიამ მინისტრის თანამდებობაზე "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ოფიციალურად დღეს დატოვა. ის თავდაცვის მინისტრის პოსტს 2015 წლის 1 მაისიდან იკავებდა.

გიორგი კვირიკაშვილს ხიდაშელმა გადადგომის შესახებ 28 ივლისს მიმართა.

ლევან იზორია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე