დავით კეზერაშვილის საქმეზე პროკურორი შეიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:14 | 01.08.2016
ნანახია: 1417

დავით კეზერაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, ორი თვის განმავლობაში ფაქტობრივი გარემოებები არ შეცვლილა, რაც პატიმრიბის შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

პატიმრობის ძალაში დატოვების შუამდგომლობა პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა დააყენა. მისი განმარტებით, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, აღკვეთის ღონისძიების საკითხს ორ თვეში ერთხელ გადახედოს.

კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიება დაუსწრებლად აქვს შეფარდებული და ძებნაში იმყოფება. მას დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში ედება ბრალი.

ამასთან, პროცესი პროკურორის ცვლილების გამო გადაიდო. როგორც მაია ჯვარშეიშვილმა განაცხადა, პროკურორი ობიექტური მიზეზის გამო შეიცვალა, თავად კი საქმის მასალებს სრულყოფილად არ იცნობს და გონივრული ვადა ითხოვა.

პროცესი 30 სექტემბრისთვის გადაიდო. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე