პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

საქართველო, თბილისი - 12:01 | 01.08.2016
ნანახია: 1220

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა.   შეწყალების აქტი პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განცხადა, შეწყალებულთა შორის 11 ქალი და სამი არასრულწლოვანია.

მისივე ინფორმაციით, 226 მსჯავრდებულიდან 154 საპატიმროებს დღესვე დატოვებს , 72-ს კი დარჩენილი სასჯელი შეუმცირდა.

სულ შეწყალების კომისიამ ამ ეტაპზე 1565 საქმე განიხილა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე