რა უნდა ვიცოდეთ ანაბრებით სარგებლობისას?
საქართველო, თბილისი - 14:42 | 28.07.2016 ნანახია: 1471
ანაბარი გავრცელებული საბანკო პროდუქტია, რომელიც მომხმარებლებს ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, თანხის საკრედიტო დაწესებულებაში განთავსებას სთავაზობს გარკვეული დროით. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ამ საბანკო პროდუქტით სარგებლობისას - რჩევები თიბისი ბანკის რეგიონალური დირექტორისგან, ლევან დიასამიძისგან.
რა არის ანაბარი და რა მნიშვნელობა აქვს დანაზოგებს?
ანაბარი (დეპოზიტი) არის თანხა, რომელსაც ვანთავსებთ საკრედიტო დაწესებულებაში (ბანკში) გარკვეული დროით, სარგებლის მიღების მიზნით. ანაბრის საშუალებით ვაკეთებთ დანაზოგს და მას ვინახავთ უსაფრთხოდ, ასევე ვიღებთ სარგებელს ანაბარზე დარიცხული პროცენტის სახით. ანაბრის უპირატესობაა ისიც, რომ მეანაბრეს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს და მიიღოს მის მიერ განთავსებული თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი. (თუ ხელშეკრულებით სხვა პირობები არ არის გათვალისწინებული).
ასეთი ტიპის დანაზოგის ბანკში განთავსება ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ვინაიდან გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან და დაუგეგმავი ხარჯებისაგან არავინ არ არის დაზღვეული.
როგორი სახის ანაბრები არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის? (მოთხოვნამდე-ვადიანი)
მიუხედავად ბაზარზე გავრცელებული უამრავი სადეპოზიტო პროდუქტისა, ანაბრები ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა: ვადიანი და მოთხოვნამდე ანაბარი.
ვადიანი ანაბრის შემთხვევაში, მეანაბრე წინასწარ საზღვრავს ანაბრის ვადას (ძირითადად გავრცელებულია 3-24 თვემდე ანაბრები) და ანაბრის ხელშეკრულებაც სწორედ ამ ვადით ფორმდება. ვადიანი ანაბრის შემთხვევაში, სარგებელი (ანუ დარიცხული პროცენტი) შედარებით მაღალია.
მოთხოვნამდე ანაბარი ისეთი ტიპის ანაბარია, რომლის ვადაც განსაზღვრული არ არის, ანუ მომხმარებელმა ზუსტად არ იცის, როდის დასჭირდება ანაბრის გამოყენება და ამიტომ საკრედიტო ორგანიზაციასთან ხანგრძლივ ხელშეკრულებას არ აფორმებს. ასეთი ტიპის ანაბრებზე შედარებით ნაკლები სარგებლის მიღებაა შესაძლებელი, მას ძირითადად მოკლევადიანი განთავსებების დროს იყენებენ.
ორივე ტიპის ანაბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროზე ადრე შეწყვეტის (განაღდების) შემთხვევაში, თქვენ მიერ განთავსებულ თანხას სრულად მიიღებთ, ხოლო დარიცხული სარგებელი შეიძლება შემცირდეს კონკრეტული ანაბრის პირობებიდან გამომდინარე.
რა ფაქტორებია გასათვალისწინებელი ანაბრის გახნის დროს? რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როცა ვირჩევთ ანაბრის ტიპს?
ანაბრის განთავსებისას ძალიან მნიშვნელოვანია, ყურადღება მივაქციოთ შემდეგ დეტალებს:
- სწორად შევარჩიოთ საფინანსო დაწესებულება, რომელსაც ხანგრძლივი ვადით ვანდობთ ჩვენს დანაზოგს. ცნობადობისა და რეიტინგის გარდა, მომხმარებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ანაბრის სარგებელს. ანუ, რაც უფრო მაღალ სარგებელს გთავაზობენ საფინანსო ინსტიტუტები, მით უფრო რისკიანია დაბანდება.
- მეორე ფაქტორი პროდუქტის სახეობაა. ძალიან მნიშვნელოვანია, ანაბარი სწორად მოვარგოთ ჩვენს ფინანსურ შემოსავლებს და საჭიროებებს. სწორად განვსაზღვროთ ვადა, რადგან მასზეა დამოკიდებულია ის, თუ რა შემოსავალს მივიღებთ ანაბარზე.
- ასევე მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ ვალუტა. იქიდან გამომდინარე, რომ ანაბარი გარკვეული ვადით თანხის განთავსებას გულისხმობს, არასწორად შერჩეულმა ვალუტამ შესაძლებელია მნიშვნელოვნად დაგვაზარალოს. შეეცადეთ ანაბარი მაქსიმალურად მყარ ვალუტაში განათავსოთ.
როგორ უნდა განვუვითაროთ ბავშვებს (ჩვენს შილებს) დაზოგვის კულტურა და რა მნიშვნელობა აქვს დაზოგვის კულტურას მომავალი თაობისთვის?
დანაზოგის კულტურის განვითარება სასურველია ადრეული ასაკიდან დავიწყოთ. ჩვენს შვილებს უნდა ჰქონდეთ ყულაბა, სადაც შეაგროვებენ თანხას. მეორე ეტაპი ხარჯვის პროცესია, აქ მნიშვნელოვანია, ლოგიკური გადაწყვეტილებებისკენ ვუბიძგოთ ბავშვებს და ვასწავლოთ შეძლებისდაგვარად სწორად ხარჯვა. ეს პროცესი მოზრდილ ასაკშიც უნდა გაგრძელდეს და საბოლოოდ ჩვევაში გადაიზარდოს.
რა რჩევებს მისცემდით მომხმარებლებს დანაზოგებთან დაკავშირებით?
მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენგანს აქვს საჭიროება და სურვილი, ჰქონდეს თუნდაც მცირედი დანაზოგი, დაბალი შემოსავლების პირობებში ხშირად ეს მიუღწეველი გვეჩვენება. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ალბათ, შესაძლებელია გარკვეული, თუნდაც მცირედი დანაზოგის გაკეთება, რომელიც შემდგომში არაერთ პრობლემას მოგვიხსნის.
ექსპერტების რჩევით სასურველია დანაზოგის მოცულობა ჩვენი თვიური შემოსავლის სამმაგ ოდენობაზე მეტი იყოს.
ასევე, მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორიც. დანაზოგი სიმშვიდეს და თავდაჯერებულობას გვმატებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















