შანხაის მერმა ჩინურ ბიზნესს საქართველოში ინვესტირებისკენ მოუწოდა
საქართველო, თბილისი - 14:31 | 28.07.2016 ნანახია: 1368საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ქალაქ შანხაის მერმა იანგ სიონგმა ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ იანგ სიონგმა შანხაის ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა. შანხაის მერის განცხადებით, ეს იქნება ახალი გვერდი საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა შანხაიში დაფუძნებული ყველაზე მსხვილი ბიზნესჰოლდინგის CEFC China Energy-ის პრეზიდენტი ჩან ჩაუტო, რომელმაც დადებითად შეაფასა 26–27 ივლისს გამართული საქართველო–ჩინეთის ბიზნესფორუმის შედეგები და აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში 200–ზე მეტმა ჩინურმა კომპანიამ ქართველ პოტენციურ პარტნიორებთან სტრატეგიულ შეთანხმებებს მიაღწია.
მისი თქმით, ფორუმმა აჩვენა ორივე ქვეყნის კერძო სექტორის მზაობა თანამშრომლობისკენ. „ფორუმმა ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის მეგობრობის განმტკიცებას, სავაჭრო–ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების წახალისებას, რაც გამომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებისაგან. ჩვენი კომპანია იზიარებს აბრეშუმის გზის–ახალი ეკონომიკური სარტყელის ინიციატივას და მოწოდებულია, ითანამშრომლოს და ინვესტიციები განახორციელოს მის მონაწილე სახელმწიფოებში“- განაცხადა CEFC China Energy-ის პრეზიდენტმა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჰოლდინგი შანხაის უმსხვილეს კერძო კომპანიას წარმოადგენს, რომელსაც საერთაშორისო ბიზნესრეიტინგის Global Fortune 500–ის 113–ე ადგილი უკავია.
ჩინური მხარის შეფასებით, საქართველოს მთავრობა პრაგმატულ და ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ უფრო მეტი ჩინური კომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით და მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ შანხაის მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ჩინეთის ეკონომიკურ–ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















