„აჭარის დღეები“-ს ფარგლებში რეგიონის რეკლამირება გრძელდება
საქართველო, თბილისი - 12:10 | 28.07.2016 ნანახია: 1562
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით აგრძელებს პიარ კამპანების წარმოებას სამიზნე ქვეყნებში. 29-30 ივლისს, დეპარტამენტი რეგიონს ლიტვაში, ქალაქ კლაიპედაში გამართულ საზაფხულო ფესტივალზე წარადგენს. ფესტივალზე, რომელსაც ყოველწლიურად 10 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს ქართული ფოლკლორი იქნება წარმოდგენილი. აჭარის დღეების გამართვას ლიტვის შემდეგ დეპარტამენტი 13 აგვისტოს პოლონეთში, შემოდგომაზე კი ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში გეგმავს. დაგეგმილია პიარ კამპანიების განხორციელება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშიც.
„ვაგრძელებთ რეგიონის პოპულარიზაციას ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. ჩატარებული პიარ კამპანიებიდან განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებში ჩატარებულ „აჭარის დღეებ“-ს, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ აღნიშნული ღონისძიება წლის ბოლომდე დამატებით 3 სამიზნე და 2 არასამიზნე ქვეყანაში გავმართოთ. აჭარის დღეებზე ჩვენს სამიზნე აუდიტორიას ადგილზე ვაცნობთ იმ არამატერიალურ კულტურულ ძეგლებს, რაც გაგვაჩნია და რის გამოც ჩამოდის ჩვენთან ტურისტი. ეს არის ჩვენი მდიდარი ფოლკლორი, სამზარეულო და ღვინო. ჩვენ ასევე, ვგეგმავთ არსებული სამიზნე ქვეყნების დივერსიფიკაციას და ვიწყებთ არაბეთის ყურის ქვეყნების ანალიზს. 2017 წლიდან კი შესაძლოა არსებულ 11 სამიზნე ქვეყანას რამდენიმე შეემატოს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „აჭარის დღეები“ გაზაფხულზე ვილნიუსში, ასტანაში, თელ-ავივში, მინსკსა და ვარშავაში გამართა. ღონისძიებებს წამყვანი მედია საშუალებების, ტურსააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორი, სამზარეულო და ღვინო. ღონისძიებები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდებოდა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















