თედო ჯაფარიძემ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველო, თბილისი - 10:24 | 28.07.2016 ნანახია: 1590
27 ივლისს, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ სამუშაო შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრპეტერ სიიარტოსთან გამართა, რომელიც ამბასადორიალის სტუმრობს. შეხვედრა უნგრეთის მხარის ინიციატივით გაიმართა.
თედო ჯაფარიძემ და პეტერ სიიარტომ განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონში არსებული მდგომარეობა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია, წინასაარჩევნო ვითარება და ასევე საერთო-ევროპული პროცესები - ევროპის წინაშე არსებული ისეთი გამოწვევები, როგორიც არის ტერორისტული საფრთხის გაზრდა და საიმიგრაციო კრიზისი.
თედო ჯაფარიძემ ასევე აღნიშნა, რომ 8 ოქტომბერს დაგეგმილი საქართველოს პარლამენტის არჩევნები იქნება კიდევ არა მხოლოდ ტესტი, არამედ დადასტურება საქართველოში დემოკრატიული პროცესების შეუქცევადობის. არჩევნები ჩატარდება სამართლიანად და გამჭვირვალედ. საქართველო გააგრძელებს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.
პეტერ სიიარტომ ხაზი გაუსვა, რომ ბუდაპეშტი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში და საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო რეჟიმის დამყარებას. უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
რუსეთთან ურთიერთობის შესახებ საუბრისას, თედო ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არ არსებობს პროგრესი ყველაზე მგრძნობიარე საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიები. რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი (სამხრეთ ოსეთის) სამხედრო ბაზებად გადააქცია. თუმცა, ამავე დროს, გააქტიურდა საქართველო-რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირები, რუსი ტურისტები ირჩევენ საქართველოს, როგორც ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას.
შეხვედრის დროს აღინიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპასთან უვიზო რეჟიმის მინიჭება აუცილებლად გახდება მიმზიდველი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთი) მოსახლეობისთვისაც.
თედო ჯაფარიძემ და პიტერ სიიარტომ განიხილეს პოტენციური თანამშრომლობის საკითხი ენერგეტიკის სექტორში. ასევე რეგიონული პრობლემები - სიტუაცია, მთიანი ყარაბახის ირგვლივ და უკრაინაში. შეხვედრაზე ცალკე განიხილეს თურქეთში არსებული სიტუაცია, რომელსაც ცოტა ხნის წინ ეწვია საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.
შეხვედრაზე განიხილეს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა. კერძოდ, როგორც პეტერ სიიარტომ აღნიშნა, კარგი იქნება თუ საქართველოს მხარდასაჭერად, აქტიურად იქნება გამოყენებული „ვიშეგრადის ოთხეულის" პოტენციალი. ასევე საუბარი შეეხო საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებას. თედო ჯაფარიძის მხრიდან შეთავაზებულ იქნა, რომ მუშაობა გაძლიერდეს დარგობრივი კომიტეტების დონეზე - საგარეო ურთიერთობები, ეკონომიკა. ეს წინადადება მოწონებულ იქნა უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის მხრიდან.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















