კრისტინა აგილერას კონცერტის გამო, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისი დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 13:40 | 27.07.2016
ნანახია: 1507

კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთა მოთხოვნით და რეგიონის მიმართ გაზრდილი ინტერესის გათვალისწინებით,  საქართველოს რკინიგზამ 30 ივლისს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისი დანიშნა.

ამის შესახებ Black Sea Arena-ს წარმოამდგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს. 

მატარებლის სპეციალური რეისის განრიგი ცნობილი დღის ბოლოს გახდება.

Black Sea Arena 30 ივლისს მსოფლიო პოპ-ვარსკვლავის კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე