ჩინეთის სამთავრობო დონის პროექტში პირველად მოხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია
საქართველო, თბილისი - 11:43 | 27.07.2016 ნანახია: 1416ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვით ჩინეთის სამთავრობო დონის მაშტაბურ პროექტში პირველად მოხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია. „შინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით იხსნება ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad”, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. მემორანდუმის ხელმოწერამდე, დიმიტრი ქუმსიშვილი Silk Road Chamber of International Commerce–ის გენერალურ მდივანს, ლი ჭონგ ჯანგს შეხვდა.
„ახალ აბრეშუმის გზაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც ღვინის მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყანა. როდესაც ამ პლატფორმას ქმნიდა აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა, მათ საპილოტე რეჟიმში შეიძინეს ხუთი ათასი ბოთლი ქართული ღვინო, რომელიც ერთ ღამეში გაყიდეს. დღეს უკვე მათ შეკვეთილი აქვთ სამასი ათასი ბოთლი ქართული ღვინო და დაგეგმილია, რომ ეს რაოდენობა დაახლოებით მილიონ ბოთლამდე გაიზარდოს. შესაბამისად, საქართველოს წარმოჩენა ახალ აბრეშუმის გზაზე, როგორც ღვინის მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყნის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მსოფლიოში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბოლო 8 000 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ აწარმოებს ღვინოს. „ეს რვაათასწლიანი ტრადიცია უკვე აღიარებულია იუნესკოს მიერ, როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. საქართველოში შეიძლება ძალიან ბევრს ვერ ვაწარმოებთ, მაგრამ ჩვენი ღვინო არის საუკეთესო ხარისხის და ამას ადასტურებს ჩინურ ბაზარზე მზარდი მოთხოვნაც. შესაბამისად, მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ მთელი აბრეშუმის გზის გასწვრივ მოვახდინოთ ჩვენი ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















