გიორგი პაპუაშვილი ხვალ მთავარ პროკურატურაშია დაბარებული

საქართველო, თბილისი - 16:54 | 26.07.2016
ნანახია: 1393

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი პაპუაშვილი ხვალ მთავარ პროკურატურაშია დაბარებული.

როგორც 2030.new-ს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, პაპუაშვილს უწყება გაეგზავნა და პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით არის დაბარებული.

პროკურატურამ გიორგი პაპუაშვილის განცხადებებში მითითებულ ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების მიმართ ხორციელდება მიზანმიმართული ზეწოლა, რათა ზეგავლენა მოახდინონ მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში მოსამართლეების გადაწყვეტილებებზე. მან ასევე აღნიშნა, რომ ხსენებული მიზნის მისაღწევად შეიძლება გასაჯაროვდეს მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.


სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე