უზენაესმა სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო
საქართველო, თბილისი - 14:52 | 26.07.2016 ნანახია: 1708
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის საკასაციო საჩივარი, გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და საქართველოს პარლამენტის წევრი როლანდ ახალაია, დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
შეგახსენებთ, რომ როლანდ ახალაიას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 მარტს გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი, რაც 2016 წლის 29 იანვრის გამამართლებელი განაჩენით, უცვლელად ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა პროკურატურის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სრულად გაიზიარა როგორც ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარში მოყვანილი არგუმენტები, ასევე საქმეზე პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და მათი საკმარისობა, რომელთა შეჯერებით, უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ როლანდ ახალაიამ გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის უფლებამოსილებას, პატიმრობიდან გათავისუფლებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ, კანონის გვერდის ავლით, ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებული პირების ოჯახის წევრებს, დიდი ოდენობით თანხა უკანონოდ ჩაარიცხინა კერძო ფირმის ანგარიშზე.
კერძოდ, 2009 წლის დეკემბერში სამეგრელო-ზემოსვანეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე ყოფნისას როლანდ ახალაიამ მსჯავრდებულ კახაბერ ლატარიას მეუღლეს მარინე ესებუას, მეუღლის თავისუფლების სანაცვლოდ, თითქოსდა საპროცესო შეთანხმების გაფორმების პირობით, უკანონოდ მოსთხოვა არარსებული „ანაკლიის განვითარების ფონდის“ ანგარიშზე 150 000 ლარის ჩარიცხვა და გადასცა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები, მაშინ როდესაც ეს ანგარიში რეალურად წარმოადგენდა კერძო კომპანია „სანის“ საბანკო ანგარიშს. მარინე ესებუა დათანხმდა შეთავაზებულ პირობას და მეუღლის გათავისუფლების სანაცვლოდ, მისი მეგობრის მეშვეობით 150 000 ლარი შეიტანა როლანდ ახალაიას მიერ მითითებულ შპს ,,სანის“ საბანკო ანგარიშზე, რომელიც სრულად იქნა გახარჯული ფირმის მიერ, საკუთარი კომერციული მიზნებისთვის.
სასამართლომ ასვე დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის დეკემბერში როლანდ ახალაიამ იგივე ხერხით, ალექსანდრე ტყებუჩავას, ზურაბ ხარგელიას და დავით კაჭკაჭიშვილის ბრალდების საქმეზე, მათი პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, თითქოსდა საპროცესო შეთანხმებისათვის საჭირო ჯარიმის გადახდევინებისათვის, ბრალდებულის ოჯახის წევრებს უკანონოდ შეატანინა 60 000 ლარი შპს „სანის“ ანგარიშზე, რომელიც ასევე სრულად იქნა გახარჯული შპს „სანის“ მიერ კომერციული მიზნებისთვის.
აღნიშნული ქმედებებით როლანდ ახალაიამ გადაამეტა მისი, როგორც საოლქო პროკურორის სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებს, რამაც მოქალაქეთა უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
უზენაესმა სასამართლომ როლანდ ახალაია დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი დამოუკიდებელი ეპიზოდის ჩადენაში და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის და სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით. მასვე 2 წლითა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















