„თელასი“ კერძო ორგანიზაციების მფლობელობაში არსებული ელექტროქსელის კომპანიის საკუთრებაში გადმოცემას ითხოვს
საქართველო, თბილისი - 11:46 | 26.07.2016 ნანახია: 1565აბონენტების ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის ამაღლების მიზნით სს „თელასი“ ითხოვს საკუთრებაში გადმოეცეს ელექტროქსელი, რომელიც კერძო ორგანიზაციების მფლობელობაშია.
ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის კომპანიას მუშაობაში, არის სხადასხვა ორგანიზაციების კუთვნილი ელექტროქსელი, რომელთა საქმიანობის პროფილი არანაირად არ ითვალისწინებს ქსელის რემონტის, რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების განხორციელებას.
“აღნიშნული ქსელი ხშირად გამოდის მწყობრიდან, რაც იწვევს მომხმარებელთა სრულიად სამართლიან გულისწყრომას. ხშირია შემთხვევები, როდესაც აბონენტი ითხოვს ავარიის აღმოფხვრას, მაგრამ სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური ვერ ასრულებს სამუშაოებს, ვინაიდან ტრანსფორმატორი თუ კაბელი არ არის კომპანიის საკუთრება. ამჟამად თბილისში არსებული სატრანსფორმატორო ჯიხურების და თანმხლები საკაბელო მიურნეობის დაახლოებით 46% „თელასს“ არ ეკუთვნის.
ტექნიკური მომსახურების პრობლემების გარდა, ამ ობიექტების უსაფრთხო ექსპლუატაციის პრობლემაც არსებობს. უმეტეს შემთხვევაში არაპროფილური ორგანიზაციები სათანადო დონეზე ვერ უზრუნველყოფენ უსაფრთხოების ნორმების დაცვას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ხშირია შემთხვევები, როდესაც საკაბელო ხაზები ჩადებულია უსაფრთხოების ნორმების უხეში დარღვევით, სატრანსფორმატორო ჯიხურები კი ღია მდგომარეობაშია დატოვებული და იქ სრულიად თავისუფლად შეიძლება შეაღწიონ ბავშვებმა.
აქედან გამომდინარე, თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია მიმართავს კერძო ორგანიზაციებს აღნიშნული აქტივების სს „თელასის“ საკუთრებაში გადმოცემის თხოვნით, რათა კომპანიამ შეძლოს ქსელის დროული და კვალიფიციური მომსახურების განხორციელება“, აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















