„საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება საპროცესო გარიგება“
საქართველო, თბილისი - 10:53 | 26.07.2016 ნანახია: 1479
ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება საპროცესო გარიგება იმ ადამიანებთან, რომლებიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ,- ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა პირადი ცხოვრების ამსხაველი ვიდეოების საქმეზე ზოგიერთ ბრალდებულთან საპორცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმების თაობაზე.
„მოთმინებით ველოდები პროკურატურაში გამოძიების დასრულებას, ერთი მხრივ მუქარებზე, რომელსაც ჩვენ თვეების განმავლობაში ვისმენდით სხვადასხვა ფორმით - ხან ვიდეო გრაფიკის, ხან კი სხვა ფორმით და მეორე მხრივ გავრცელებულ ვიდეო მასალაზე. წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ვიდრე არ არის ბოლო წერტილი დასმული, ვიდრე ყველა არ არის დაკავებული, ქვეყანაში უზრუნველყოფილი არ არის ვიდეოფირების ტერორიზმის დასრულება, რაიმე ტიპის საპროცესო გარიგებები ამ ადამიანებთან წარმოუდგენლად მეჩვენება, თუკი ისეთი ღირებული ინფორმაცია არ მიაწოდეს პროკურატურას, რაც ამ ყველაფერს წერტილს დაუსვამს. საკითხისადმი დიდი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, იცოდეს, რა განსაკუთრებული დამსახურებისთვის ხდება საპროცესო გარიგება, თუ ხდება ასეთი, ადამიანებთან, რომლებიც ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელების საქმეზე სამ ბრალდებულთან სავარაუდოდ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება. პროკურატურის წარმომადგენლის ინფორმაციით საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ ინგა ჩატოიანს, ნიკოლოზ ხაჭაპურიძეს და გელა ღურწკაიას. ისინი დანაშაულს აღიარებენ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















