გიგა ბოკერია: პრემიერ-მინისტრი არაფერს არ წყვეტს და ხალხი პირდაპირ ემორჩილება ივანიშვილის რეჟიმს

საქართველო, თბილისი - 15:06 | 25.07.2016
ნანახია: 1215

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პრეზიდენტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეზე ზეწოლის ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ქმედებები ივანიშვილის მხრიდან ხორციელდება.

„საკონსტუტიციო სასამართლოს თავმჯდომარე და ქვეყნის პრეზიდენტი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათზე, მათი ოჯახის წევრებსა და გარემოცვაზე  პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა ხორციელდება. პრემიერ-მინისტრი არაფერს არ წყვეტს და ხალხი პირდაპირ ემორჩილება ივანიშვილის რეჟიმს და ივანიშვილს, რომელიც პირადად ამ უკანონო ქმედებებს.

 ეს არის კატასტროფული ვითარება, ქვეყანაზე ზრუნვის მაგივრად ეს ხალხი საკუთარი ძალაუფლების შენახვისთვის ყველაფერზე მიდის. სწორედ ამიტომ, ოქტომბერში არჩევნების გზით ხელისუფლებას წერტილი უნდა დავუსვათ“, აღნიშნა ბოკერიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე