ქობულეთში, სოფელ აჭყვაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

საქართველო, თბილისი - 14:10 | 25.07.2016
ნანახია: 1162

ქობულეთში, სოფელ აჭყვაში მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. 9 ივლისს ჩამოწოლილი მეწყერის შემდეგ აქ მცხოვრები 5 ოჯახი დღემდე ვერ სარგებლობს სამანქანო გზით. ჩამოწოლილი მიწა დღემდე ტერიტორიიდან არ გატანილა. ამასთან, ჩამოწოლ მეწყერთან მცხოვრები დავით კონცელიძე ამბობს, რომ საფრთხე მის სახლსაც ემუქრება.

"მიწას ნაპრალები გაუჩნდა, მეშინია გაწვიმების დროს მეორე ნაკადი არ ჩამოწვეს და არ ჩამიტანოს. ამასთან ეს მიწა რა ვერ გაწმინდეს. ვითხოვთ გეოლოგები მოვიდნენ და შეისწავლონ აქაურობა, გაწმინდონ მიწისგან სამანქანო გზა. სახლთან მისასვლელი სრულად ჩაკეტილი მაქვს", - განაცხადა კონცელიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე