თამაზ მეჭიაური: უნდა გავიგოთ რა უნდა რუსეთს ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ

საქართველო, თბილისი - 13:27 | 25.07.2016
ნანახია: 1294

უნდა გავიგოთ რა უნდა რუსეთს ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ, - ამის შესახებ  რუსეთიდან დაბრუნებლმა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით,  მოსკოვში ნახევრად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

მეჭიაურის ინფორმაციით, მოსკოვში  რუსეთის დუმის დეპუტატმა,  იგორ მოროზოვმა მიიწვია, სადაც ძირითადად, მისი პარტიის ამოცანებითა და მიზნებით დაინტერესდნენ.

„მათი ინტერესის საგანი იყო ჩვენი ახლად შექმნილი პარტიის ამოცანები და მიზნები,  როგორ წარმიგვედგინა რუსულ- ქართული ურთიერთიბა, იყო გარკვეული კონსულტაციებიც“,-აღნიშნა მეჭიაურმა.

მეჭიაურის განცხადებით, საქართველოს მთავარი პრობლემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კერძოდ აფქხაზეთის და ცხინვალის რეგიონს დაბრუნებაა და ამ პრობლემს გადაწყვეტა შეუძლებელია რუსეთის გარეშე.

„გამომდინარე აქედან, პრიორიტეტულად მიმაჩნია,  რომ პირველ რიგში მოლაპარაკებები უნდა შედგეს რუსეთთან, უნდა გავიგო რა უნდათ მათ ამის სანაცლოდ“,- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე