გიორგი პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

საქართველო, თბილისი - 13:09 | 25.07.2016
ნანახია: 1235

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ხვდება. 

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს. 

გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ბოლო დროს მის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ ესაუბრება. 

განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებზე ზეწოლის თაობაზე პაპუაშვილმა 21 ივლისს გააკეთა. 

ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთოს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე