დიმიტრი ქუმსიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
საქართველო, თბილისი - 10:58 | 25.07.2016 ნანახია: 1396
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პირველი ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სახელმწიფო საინვესტიციო ფონდებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები შედიან.
პირველი ვიცე-პრემიერი ქალაქ შანხაიში ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს და მოხსენებას გააკეთებს საქართველო-ჩინეთის საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც 26-27 ივლისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით შანხაიში გაიმართება. ბიზნეს ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მსხვილი ჩინური ბიზნესის წარმომადგენლები, რომელთაც საშუალება ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია საქართველოს სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების შესახებ. ფორუმზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები საინვესტიციო პროექტებზე ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ტურიზმის, საბანკო და კერძო სექტორის სხვა სფეროებიდან.
ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ქალაქ შანხაის პორტსა და ინდუსტრიულ ზონას ეწვევა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნობა.
27 ივლისს პირველი ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ და ჩინური „Silk Road Chamber of International Commerce“-ის ორგანიზებით დაგეგმილ ქართული ღვინის საღამოში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია თანამშრომლობის რამდენიმე მემორანდუმზე ხელმოწერა, კერძოდ: დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩინური ორგანიზაციის „Xinhua Net SRICC’s“ პრეზიდენტი ხელს მოაწერენ თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და ჩინეთს შორის ქართული ღვინის პრომოციის შესახებ E-SilkRoad-ის მეშვეობით.
საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი 28 ივნისს ძიანსის პროვინციის ქალაქ ნანჩანგში გაგრძელდება. პირველი ვიცე-პრემიერი მონაწილეობას მიიღებს ბიზნეს-ფორუმში, სადაც გაკეთდება პრეზენტაციები საქართველოს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის სფეროებში არსებული საინვესტიციო პროექტების შესახებ.
ნანჩანგის ბიზნეს-ფორუმი საქართველოს საპარტნიორო ფონდის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ჩინეთის ძიანგსის პროვინციის სახალხო მთავრობის, ძიანგსის პროვინციის ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს და ძიანგსის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კორპორაციის ორგანიზებით ჩატარდება.
ქალაქ ნანჩანგშივე ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის ინიციატივითა და სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოსა“ და „საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით, დიმიტრი ქუმსიშვილი მონაწილეობას მიიღებს ქართული ღვინის სახლის „ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრისა და ღვინის სავანე-ჯუნგეს“ ოფიციალური გახსნის ცერემონიაში, სადაც ადგილობრივ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას, ასევე ქართულ კულტურასა და ისტორიას.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















