სენაკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინეს
საქართველო, თბილისი - 10:21 | 25.07.2016 ნანახია: 2001
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა სენაკის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ბერაია წარუდგინა.
„ირაკლი არის ახალგაზრდა კაცი, რომელიც მისი ასაკის მიუხედავად, უკვე ძალიან გამოცდილია. მას საუკეთესო განათლება მიღებული აქვს ბრიტანეთის Westminster-ის უნივერსიტეტში. მნიშვნელოვანი მომზადება გაიარა ამერიკის ფედერალურ საგამოძიებო ინსტიტუტში. ირაკლის აქვს სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობის ასევე დიდი გამოცდილება. დღეს იგი არის ერთერთი წამყვანი ადამიანი სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის. ხელმძღვანელობს საინფორმაციო -ანალიტიკურ დეპარტამენტს. საქართველოში საზოგადოება მას იცნობს, როგორც წამყვან ფიგურას გალის და ერგნეთის ინციდენტების, პრევენციისა და მათზე რეაგირების ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლობით ჯგუფში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა შევურიგდეთ აფხაზებს, ოსებს. უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, და სწორედ აქ, დღეს წინა ფრონტზე დგას ირაკლი. მე, პირადად, მეამაყება, რომ პარტიაში ასეთი ადამიანი გვყავს“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა სიტყით გამოსვლისას ყურადღება სენაკის პოტენციალზე გაამახვილა.
„სენაკში ჩვენ ვაპირებთ მთლიანად დავასრულოთ წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პრობლემების მოგვარება. გვაქვს ძალიან კარგი გეგმები ტურისტული ინფრასტრუქტურის აღორძინების. კურორტ მენჯის აღორძინების, სპორტული კომპლექსების მშენებლობის. აქ ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალია. ყველა ნაბიჯი იქნება მიმართული იქითკენ, რომ რეგიონებში ცხოვრების დონე გავზარდოთ. ეს არის უმთავრესი ამოცანა დღეს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის სიკეთე, რომელიც არის ხელმისავწდომი დედაქალაქში, იყოს ხელმისავწდომი რეგიონებში,სოფლებში, რაიონულ ცენტრებში. სწორედ ამ გეგმების განსახორციელებლად გვჭირდება ერთად დგომა, სენაკელების ძლიერი ხმა საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში,პარლამენტში და ეს არის ირაკლი ბერაია. ის იქნება ხმა, რომელიც არ იქნება გულგრილი არცერთი პრობლემისადმი და ორიენტირებული იქნება განვითარებაზე, ხვალინდელ დღეზე“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
სენაკის მოსახლეობას სიტყვით ასევე მიმართა ირაკლი ბერაიამ.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შესაძლებლობა მაქვს, თქვენს რიგებში, სენაკელებთან ერთად გავაგრძელო ის დიდი საქმე, რომელიც ამ ქუჩებში 2012 წელს დავიწყეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. გამარჯვება, რომლის შედეგადაც ქვეყანაში დავამკვიდრეთ კანონის უზენაესობა, სიტყვის თავისუფლება. წნეხისგან გავათავისუფლეთ სასამართლო, ბიზნესი, მედია. უფრო აქტიურად ჩავერთეთ საერთაშორისო თანამშრომლობაში, კიდევ უფრო დავუახლოვდით ევროპულ და ვეროატლანტიკურ სტრუქტურებს და ჩვენი ქვეყანა სანდო, საიმედო საერთაშორისო პარტნიორად ვაქციეთ. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ქვეყანა წარმატებისა და წინსვლის სრულიად ახალ ეტაპზე გადაყავს. ახალი ფურცელი იშლება სენაკის ცხოვრებაშიც. სენაკი ჩემთვის არის სიყვარულის, მეგობრობის, ნდობის, ჩემი ქვეყნის ისტორიისა და კულტურის, წარსულისა და მომავალი გამარჯვებების სიმბოლო. მჯერა, რომ ჩვენ დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ საპარლამენტო არჩევნებზე და ერთად გავაგრძელებთ ევროპული ქვეყნის მშენებლობას“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
პოლიტიკა
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















