მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ცხელი ხაზი ამოქმედდა

საქართველო, თბილისი - 22:41 | 22.07.2016
ნანახია: 1311

გერმანიის ქალაქ მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს +491 62 88 55 303.

„მოვუწოდებთ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭირობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას.

გაცნობებთ, რომ მიუნხენის სამართალდამცავებმა გამოაცხადეს განსაკუთრებული შემთხვევის რეჟიმი და პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე თავი აარიდონ სახლიდან გამოსვლას“, აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე