"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 21:33 | 22.07.2016
ნანახია: 1205

"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც ესწრება.

სხდომაზე საბოლოოდ დამტკიცდება ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც სამეგრელოში "ქართული ოცნების" სახელით მიიღებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას. 

"ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატები სამეგრელოში 23 ივლისს უნდა წარადგინოს. მათ კანდიდატები უკვე წარადგინეს იმერეთის რეგიონში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე