ნოდარ ხადური: სესხი სასურველია იყოს იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი

საქართველო, თბილისი - 16:09 | 22.07.2016
ნანახია: 1469

შემოსავალიც და სესხიც სასურველია იყოს იმ ვალუტაში, რომელშიც გვაქვს შემოსავალი, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე თავად რა ვალუაში აქვს ანაბარი, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ანაბარი აქვს როგორ ლარში ასევე დოლარში.

„ანაბრები მაქვს ლარშიც და დოლარშიც, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი არ მაქვს, იმ ვალუტაში რომელშიც ადრე მქონდა შემოსავალი, ანუ მე ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში და შემოსავალი მქონდა დოლარში. ეს დოლარი მაქვს შეტანილი ანგარიშზე, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ და შემიძლია გაგიხსნათ ჩემი საბანკო ანგარიშები, სადაც მხოლოდ ლარია. შემოსავალიც და სესხიც სასურველია იყოს იმ ვალუტაშიც, რომელშიც გვაქვს შემოსავალი და ზოგადად საქართველოში ეროვნული ვალუტა ასრულებს ყველა ფუნქციას ფულის და უნდა შევუწყოთ ხელი იმას, რომ მოხდეს დედოლარიზაცია”, - განაცხადა ხაურმა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე