აჭარაში მოქმედი გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება იწყება
საქართველო, თბილისი - 12:37 | 22.07.2016 ნანახია: 1685
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა პროექტ „რეკომდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ფარგლებში გიდებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭება დაიწყო. დღეს, დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრში რეგიონში მოქმედ გიდებს პროექტის პრეზენტაცია ჩაუტარდათ. დეპარტამენტში მათ პროექტის დანიშნულება, მიზანი, მასში ჩართვის მექანიზმები და უპირატესობები გააცნეს.
პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მიზანია ხელი შეუწყოს გიდის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას რეგიონში. პროექტში ჩართული გიდებისთვის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ მინიჭებული ხარისხის ნიშანი იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა მათი მხარდაჭერის, პოპულარიზაციისა და კონკურენციის გაზრდისთვის. პირველ ეტაპზე იგეგემება ქალაქის გიდის, ზემო აჭარის გიდისა და დაცული ტერიტორიის გიდისათვის შესაბამისი ხარისხის მინიჭება.
პროექტში ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე www.recommend.ge. მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შემოწმება ტესტირებისა და პრაქტიკული ტურების ჩატარების შედეგად მოხდება. შედეგებს სპეციალური ტექნიკური კომიტეტი შეაფასებს, რის შემდეგაც მოხდება გიდებისთვის ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მინიჭება.
„პროექტს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ დღეიდან ახალი კომპონენტი ემატება. თუკი აქამდე პროექტის ფარგლებში ხარისხის ნიშანს მხოლოდ კვებისა და განთავსების ობიექტებს ვანიჭებდით ახლა ამას ემატება გიდებიც. პროექტი არის ნებაყოფლობითი და მასში ჩართვა აჭარაში დასაქმებულ ნებისმიერ გიდს შეუძლია. ჩვენი პროექტი ერთის მხრივ ხელს შეუწყობს გიდების მხარდაჭერას და მათ პოპულარიზაციას, მეორეს მხრივ კი ეს გაზრდის კონკურენციას თავად მოქმედ გიდებს შორის,“ განაცადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 2016 წელს დაიწყო. პროექტი პირველ ეტაპზე ხარისხის ნიშნის მინიჭებას სასტუმროებისა და რესტორნებისთვის ითვალისწინებდა და 1 ივნისს რეგიონს 18 დეპარტამენტის მიერ „რეკომენდებული“ ტურისტული ობიექტი შეემატა. 1 აგვისტოდან ხარისხის ნიშნის მქონე განთავსებისა და კვების ობიექტების რიცხვი რეგიონში გაიზრდება, რადგან ამ ეტაპზე 45 ტურისტული ობიექტი ცდილობს ხარისხის ნიშნის მიღებას. ხარისხის ნიშანი სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების არსებობის გარანტიას გულისხმობს.
დღეიდან, კი პროექტს „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ახალი კომპონენტი დაემატა, რაც უკვე ხარისხის ნიშნის მინიჭებას გიდებისთვის ითვალისწინებს.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















